ბლოგის შესახებ

“… ახალგაზრდები თანატოლებს უფრო მეტი დამაჯერებლობით ელაპარაკებიან და უფრო მეტ გავლენას ახდენენ მათზე სხვებთან შედარებით. იმიგრაციასთად და ლტოლვილთა საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს განსხვავებული შეხედულებები ექნებათ. მთავარი ყველაფერზე დათანხმება კი არ არის, არამედ საჭიროა ერთიანი ძირითადი პოზიცია დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად. თუ ახალგაზრდები დაელაპარაკებიან ერთმანეთს და ერთმანეთის სასარგებლოდ ისე, რომ აშკარად გაემიჯნებიან რასიზმსა და შეუწყნარებლობას, ქსენოფობიური სუბკულტურის დღეები დათვლილია, რასაც ჩვენ ასე ვესწრაფვით. მომავლის იმედს ჩვენ ახალგაზრდობაზე ვამყარებთ. ისეთი ახალგაზრდა თაობები მოდიან, რომელთა წიაღში არსებული მოქალაქეობრიობა, შემწყნარებლობა და ღირსება შემდგომშიც გაუძღვება ქვეყნებსა და ხალხებს…”
გრო ჰარლემ ბრუნდტლანდი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, 1993 წელი

გამოვემხაურები ამ სიტყვებს და აღვნიშნავ, რომ თანატოლებს ნამდვილად განსაკუთრებით გვესმის ერთმანეთის და ძალიან დიდი ძალაა ჩვენში, ძალა იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, შევასრულოთ მოვალეობები, გავერკვეთ იმაში, თუ ვინ ვართ როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკური სისტემის წევრი, რა უფლებებს გვანიჭებს და რა პასუხისმგებლობებს გვაკისრებს საზოგადოებისა წევრის, სკოლის მოსწავლის, ოჯახის წევრის და საერთო ჯამში დედამიწის მოქალაქის სტატუსი.
მე ვარ ახალგაზრდა ომბუდსმენი და ჩემი ბლოგით შევეცდები არ ვიყო პასიური მეთვალყურე იმისა თუ რა ხდება ჩემს გარშემო, არამედ ვიყო სიახლეების მაძიებელი, შემოქმედებითი მოქალაქე და შევქმნი ისეთ ბლოგს, რომელიც არა მხოლოდ ჩემთვის , არამედ მკითხველისთვისაც მნიშვნელოვანი, საინტერესო  და მრავლისმომცველი იქნება.

ბლოგზე ვპოსტავს ჩემს მიერ მოძიებულ და შეკოწიწებულ ინფორმაციებს, (ვცდილობ იყოს ძალიან ცოტა დაკოპირებული ტექსტი, რასაც დავაკოპირებ ბრჭყალებში იქნება) ჩემს დამოკიდებულებას  ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ვპასუხობ თქვენს კითხვებს.

ადამიანის უფლებების სადარაჯოზე ნინო ჩიტიშვილი 

                                  :)))

კითხვები გამომიგზავნეთ >>>> ninoochitishvili@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s