გენდერული ძალადობა

გენდერული ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება რომელმაც შეიძლება მიაყენოს ქალს ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ზიანი, მათ შორის ამგვარი ქმედებით მუქარა, იძულებით ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იქნება ეს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გენდერული ძალადობა მოიცავს ოჯახში ძალადობას, სქესობრივი კავშირის იძულებას, ძალადობრივ დაფეხმძიმებას, გაუპატიურებას, წამებას, დამახინჯებას, სექსუალურ მონობას, ტრეფიკინგსა და გენდერული ნიშნით მკვლელობას. გენდერული ძალადობა ასევე გამოიხატება ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების მუქარით.
გენდერული ძალადობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს და სცილდება კლასის, შემოსავლის დონის, განათლებისა და კულტურის საზღვრებს.
სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი თავისი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი;
ყოველწლიურად მსოფლიოში ძალადობის შედეგად იღუპება უფრო მეტი ქალი ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.
ქალის მიმართ ძალადობის ყველა ფორმა დამანგრეველია მსხვერპლისა და საზოგადოებისათვის, რადგან ის:

  • იწვევს ქალების შრომისუნარიანობის დაქვეითებას და მათი ნაყოფიერი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამოთიშვას;
  • აღრმავებს სიღარიბესა და უთანასწორობას;
  • იწვევს ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას, ზრდის აივ ინფექციისა და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელებას და დედათა სიკვდილიანობის რისკს;
  • ქალის მიმართ ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს:
  • ისარგებლოებული კონფლიქტის დროს მაღალხარისხოვანი სამედიცინო მომსახურებით ფიზიკური, , ფსიქოლოგიური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში;
  • მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ;
  • მიიღოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია და ჯანდაცვის მუშაკთა ერთად განიხილონ პრობლემის გადაჭრის კანონით დაშვებული ვარიანტები;
  • მიიღოს უფასო იურიდიული დახმარებ და კონსულტაცია’
  • ისარგებლოს ანონიმურობით და კონფედენცილურობის დაცვის უფლებით;

თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან იცნობთ ასეთ ადამიანს, მიმართეთ ათანადო ორგანიზაციებს და მოითხოვე დახმარება და დაცვა!

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი:

  • ფსიქოლოგიური დახმარება;
  • გადაუდებელი და პირველადი სამედიცინო მომსახურება; 
  • სამართლებრივი დახმარება; 
  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დროებითი თავშესაფარი;

http://www.atipfund.gov.ge

“სახლი”

  • ფსიქო-სოციალური კონსულტაცია და რეაბილიტაცია;
  • იურიდიული და სამედიცინო კონსულტაცია;
  • ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დროებითი თავშესაფარი;
    http://www.saxli.gol.ge; 593-23-21-02 ; 2-98-90-80
     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s