თეთრი ბაფთის კამპანია არის მამაკაცთა გლობალური ინიციატივა ალთ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია სათავეს იღებს კანადაში, სადაც 1991 წელს მამაკაცებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და თავიანთი სოლიდარობა თეთრი ბაფთის სამოსზე ტარებით გამოეხატათ. დღესდღეობით, თეთრი ბაფთის კამპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მოუწოდებს მამაკაცებს მთელს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
თეთრი ბაფთის კამპანია იწყება 25 ნოემბერს და ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა კამპანიისადმი და ატაროთ თეთრი ბაფთა!
Advertisements