მწვანე გზა!!!

პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბები. პროექტი ეხება გარემოს დაცვით საკითხებს. პროექტის ხელმძღვანელი ვარ მე თბილისის #69 საჯარო სკოლის მოსწავლე–ნინო ჩიტიშვილი, ხოლო პარტნიორი სკოლებია შპს ბათუმის საერო–ელიტარული სკოლა „გორდა“, თბილისის #167, #132 და #59 სკოლა.

1.პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკოლებში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით “შენს პლანეტას სჭირდები” ტრენერი: ნ.ჭელიძე
2. მათ ვინც გაიარეს ტრენინგი და ასეთი იყო სულ 120 ბავშვი, მეორე ეტაპად მიიღეს მონაწილეობა ესეების კონკურსში, რომლის სახელწოდებაც კვლავ “შენს პლანეტას სჭირდები იყო” ბავშვებს უნდა დაეწერათ ესეს სახით საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გამოადგნენ პლანეტას და უნდა შეემუშავებინათ სტრატეგია გარემოს დასახმარებლად. ესეების კონკურსმა ორი კვირის განმავლობაში წარმატებულად ჩაიარა და თითოეული სკოლიდან გამოვლინდა 4–4 გამარჯვებული ესე, პროექტის მესამე ეტაპზე სწორედ გამარჯვებული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა აბსოლიტურად ყველა ესე ბლოგზე განთავსდება, რადგან ჟიურის ძალიან გაუჭირდა საუკეთესოების გამოვლენა,ყველა მათგანი საინტერესო და კრეატიული იყო.
3. მესამე ეტაპზე ესეების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების შესახებ.
დაჯილდოვდნენ მათთვის სპეციალურად დაბეჭდილი სიგელებით.
ეწვივნენ ახალგახსნილ ქარხანას “ზედაზენი”, გაეცვნენ წარმოებს და დააგემოვნეს ლიმონათი. ქარხანაში სტუმრობა დაიგეგმა გამომდინარე იქედან, რომ პროექტის თემატიკა მოიცავდა ქარხნების მუშაობას და მათ როლს გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. “ზედაზენი” არის თანამედროვე ქარხანა, რომელიც გარემოს არ უქმნის საფრთხეს და ეს ყოველივე გათვალისწინებულია. ბავშვებმა დაასუფთავეს მცხეთაში ის ტერიტორია, რომელიც მიგვითითა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილემ, ამის შემდეგ მოეწყო სასიამოვნო პიკნიკი. საბბოლოოდ ამ ეტაპზე მონაწილეები თვლიან, რომ პროექტი პროდუქტიული და სასიამოვნოა თითოეული მათგანისთვის.

პროექტის ფარგლებში გამოიცა საინფორმაციო ბროშურა, შეიქმნა ბლოგი და ლაიქფეიჯი, იგეგმება გარემოს დამცველთა ქსელის შექმნა და ეს ქსელი შეუწყობს მწვანე მომავლისკენ მიმავალ მწვანე გზას.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s