ჩემი ზღარბუნა

ვიწყებ ერთი ამბის მოთხრობას. ეს არის ის რაც ჩემს გარშემო ხდება, რისი შეცვლაც ძალიან მინდა, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობისა და მცირე ასაკის გამო ჯერ ვერაფერი მოვახერხე. მინდა თქვენც მოგითხროთ და იქნებ ერტად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.
ადამიანები ხშირად ვერ ვიაზრებთ, თუ რა სახის საფრთხეს წარმოვადგენს სხვისთვის, თუმცა მარტივია გავიაზროთ_როგორ შეგვიძლია შევცვალოთ საფრთხე, სიკეთით, განურჩევლად ჩვენი თუ სხვისი რასისა, კანის ფერისა, ეროვნულ–პოლიტიკური, რელიგიური წარმოდგენებისა და ღირებულებებისა. ჩვენ ერთნი ვართ, ისე უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, როგორც საკუთარ თავზე. უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი, კანონმორჩილნი, ურთიერთ პატივისმცემელნი და ა.შ………..
რა მრავლსმომცველი და სასარგებლო დარიგებაა მოცემული, ნუთუ ნებისმიერი ჩვენგანი ასრულებს იმას, რაც აქვს დავალებული, დედამიწისგან, სახელმწიფოსგან, საზოგადოებისგან, პირადი მორალისგან. ჩემი წარმოდგენით და გარშემო არსებული რეალობით ნებისმიერი ჩვენგანი კი არა არცერთი ჩვენგანი არ ასრულებს იმას რაც „საჭიროა“ . ერთ მარტივად გასაგებ მაგალითს მოგიყვან, რომელიც დარწმუნებული ვარ შენ უკვე იცი, მოხდა შემზარავი ფაქტი– „დედას“ ცემაში შვილი შემოაკვდა. თუმცა ახლა ამაზე წერას არ ვაპირებ, ერთს აღვნიშნავ, რომ საზოგადოება დუმდა, დუმდა იმიტომ რომ „სხვის საქმეში“ არ ჩარეულიყო, აი ის „სხვა“ კი, „სხვის საქმეში“ სასტიკად ჩაერია, ისე რომ მისი „საქმე“ სამუდამოდ მიწაში ჩაფლო და ახლა ის წევს მარტოდმარტო ცივ სამარეში, ღამის გაუვალ წყვდიადში, ის ვეღარ შეიგრძნობს მძაფრ ადამიანურ განცდებს, სიძლიერესა თუ სისუსტეს.
საზოგადოება მერეც დუმდა და ახლაც დუმს, თუ ხმას იღებს სათანადოდ არა ყოველ შემთხვევაში. უნდა ვაღიარო მძიმე მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ მინდა აღვნიშნო ამ პატარას ამ ქვეყნიდან წასვლამ, გამოგვაფხიზლა ცოტა, შეიძლება „მსხვერპლადაც“ ჩავთვალოთ, თუმცა მიმსა სიკვდილმა იხსნა და ვიმედოვნებ იხსნის გამოფხიზლებული საზოგადოების წყალობით ბევრ სხვა სიცოცხლეს სიკვდილის და გაუბედურებული ცხოვრების მარყუჟებისგან. შენთვის უფრო მარტივი გასაგები იქნება ის მოგიყვანო მაგალითად, რაც ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს გესმის, შემდეგ ხედავ, როგორ გამოდის შენ მეზობლად მცხოვრები პატარა, სახლიდან ჩალურჯებებით, რომლებიც უფროსისგან მიიღო იმის გამო რომ –უზრდელია, არაფერი ესმის, არაფერს წარმოადგენს და სხვა მრავალი სალანძღავი სიტყვა, თუ ასეთი რამ შენს სიახლოვეს არ ხდება, მომიტევე მეზობლებს ცილი დავწამე, მაგრამ არც მე მაქვს დიდად საბოდიშოდ საქმე შენს მეზობელ კორპუსში იკითხე, იქ აუცილებლად დაგხვდება ზემოთ აღწერილი. თუ დიდად არ ხარ დაინტერესებული და არც სამეზობლოში აპირებ მიკითხვ–მოკითხვას, მე მოგიყვები ერთ საინტერესო ამბავს.
ერთ ხანს ხშირად მხვდებოდა თვალში პატარა ბიჭუნა, დაელამებული ცისფერი, საყვარელი თვალებით, გაბურძგნული, ზღარბივით თმით, პატარა ყურებითა და ტუჩებით.
დიდად არ დავინტერესებულვარ მისი ვინაობით. ერთხელ ლიფტს ველოდი, უსასრულო ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია უსასრულობიდან და მასში მარტო მდგომი სწორედ ის ზღარბუნა შევნიშნე, რომელიც ზემოთ აღვწერე, სწრაფად გამოვიდა, თვალი შემავლო და მალევე გაუჩინარდა, მე გაკვირვებული ვიყურებოდი იქით საითაც გაიქცა, სწრაფად გამოვფხიზლდი, მოვასწარი ლიფტში შესვლა სანამ კვლავ დაიკარგებოდა უსასრულობაში. იმ დღესაც ადამავიწყდა, კვლავ შემჩნეული უცნაური, ერთი კი დავასკვენი, ჩემს კორპუსში ცხოვრობდა.
კვლავ გავიდა დრო, ერთ დღეს ჩემი და ზღარბუნას შეხვედრა კვლავ „ლეგენდარულ“ ლიფტთან მოხდა, ოღონდ ამ ჯერად მთხოვა მე–16–ე სართულზე ამეყვანა, თვითონ პატარა ღილაკივით მოცუცქნული ვერაფერს წვდებოდა, მისთვის უზარმაზარ არადა ერთ კაბინიან ლიფტში. მე უყოყმანოდ ავიყვანე ნახსენებ სართულზე, მთელი გზა პატარა თავი ჩახრილი ჰქონდა, მხოლოდ ცალ ფეხს აბაკუნებდა რიტმულად, ისიც ისე ხმაური რომ არ გამოეწვია, ისე კი დავფიქრდი ნეტა რაზე ფიქრობს ახლა ეს? ან რა რიტმს აყოლებს ბაკი–ბუკსთქო? ავედით მის სართულზე და გაიქცა, გამეღიმა და დავადექი ჩემს გზას. უკვე დავინტერესდი ამ წრუწუს ასავალ–დასავლით. ვერ გეტყვი, რომ დიდ ხანს გამყვა ინტერესი.
სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, ამ პერიოდში ყველა ოჯახში სადაც სკოლის მოსწავლეა ერთი ალიაქოთია, ჩემი კორპუსი ნამდვილად არ განიცდის ასეთი ოჯახების დეფიციტს და საერთო არეულობა სუფევდა, ერთი–ორჯერ მოვკარი პატარა ბიჭუნაზე ყვებოდნენ, _ეცოდებოდათ, არც ამისთვის მითხოვებია ყური.
სკოლის გზაზე დილაობით ხშირად მხვდებოდა შუახანს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლის ფლოსტებით გადაადგილდებოდა ჩემთვის გაუგებარი მიმართულებით, არ იყო ჩვეულებრივობა, ზემოდან სოლიდურად ჩაცმული“ბებო“ , დიდი, ფუმფულა, ბინძური, სახლის ფლოსტებით მიმოდიოდა. ერთ დღეს იმ ზღარბთან დავინახე, ეს ერთი დანახვა კიდევ არა ერთხელ განმეორდა,დასკვნა_ ეს ქალი ამ ბავშვის ბებიაა. უკვე ბევრი უცნაურობა უკავშირდებოდა ჩემს პატარა ზღარბუს, მატო დადის ლიფტით, ასევე ეზოში, კიბეებზე, სკოლაში, მაღაზიაში, ყველგან მარტო, ხშირად 5 წლის ბავვისთვის შეუფერებელ დროსაც კი. მარტო, მარტო, მარტო ან სახლის ფლოსტებში გამოწყობილ „ბებოსთან“ ერთად. გავიდა დრო, ერთ დილას (ეს ისტორიაც ლიფტს უკავშირდება) ახლა ჩემს სართულზე ველოდი ლიფტს, გაიღო კარი და ისეთი სცენა დამხვდააა… ჩემი წრუწუნა, კვლავ გაბურძგნული თმით, მხოლოდ თხელი მაისურისა და ტრუსების ამარა იდგა, ძირს, ბინძურ ლიფტში (დიახ ლიფტი რომელიც ამდენჯერ ვახსენე, საკმაოდ დაბინძურებულია, ჩვენი მეეზოვის დიდი, დაუფასებეილი შრომის მიუხედავად) ძირს ეყარა ტანისამოსი, ქურთუკი, სასკოლო ჩანთა და რამოდენიმე წიგნი. მოვეხმარე საწყალს და აი აქ უკვე ძალიან დავინტერესდი რა ხდებოდა ამ ბავშვის თავს?? _მადლობა გადამიხადა, ეს მადლობა მთელი მონდომებით იყო ნათქვამი, ეს მონდომება მის მპეციალურად დაბოხებულ ხმაში შევნიშნე, უნდოდა უფრო ძლიერი ბიჭი გამოჩენილიყო, აი ისეთი არავის დახმარებას რომ არ საჭიროებს და განვლილი 5 წლის მანძილზე უკვე ისეთი გამოცდილება რომ აქვს მიღებული, ბადალი არ მოეძებნება, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა მისი მონდომება ამას ამტკიცებდა. მეც არაფრის ვუთხარი, ზედმეტად ჩავთვალე ამ ეტაპზე მასთან გამოლაპარაკება. თან სკოლაში მაგვიანდებოდა, მას ცოტა მოგვიანებით ეწყება გაკვეთილები , უბრალოდ ადრე იყო სახლიდან გამოგდებული. ხოდა სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი სკოლის გზას. უნდა ვაღიარო ამჯერად უკვე დიდხანს გამყვა ზღარბუს თვალები, გონებაში.
ნელ–ნელა ბევრი ალაპარაკდა, ზღარბუს ოჯახი, საზოგადოებისთვის უცხო ობიექტს წარმოადგენდა. ჩემამდეც აღწევდა ცოტ–ცოტა ინფორმაცია, ერთი იყო რომ სამეზობლო იყო და არის შეწუხებული, ზღარბუს სახლიდან მუდმივი აყალმაყალით, კორპუსის ტერიტორიაზე სახიფათო პირების გადაადგილებით და ა.შ. ახლა ამაზე არ მოვყვები, ხოდა ამბობდნენ ზღარბუს დედა ზედმეტად თავისუფალი ქალიაო, არავინ იცის მაქ რა ხდებაო, ეს ფლოსტებიანი ბებერი ბებიაა და ძიძად აჩვენებს ყველას თავსო, კიდევ ჰყავთ ბავშვებიო, ეს ჩემი ზღარბუ არავის აინტერესებს, სულ ნაცემი, მშიერი, ბინძური და უბედურიაო, რა ვიცი, საეჭვო, გაუგებარი სიტუაციაა, ზღარბუ ისევ მარტო ჩნდებოდა, ხან სად მოვკრავდი მის ელვარე თმას თვალს და ხან სად. ერთხელ ფლოსტებში გამოწყობილი ბებო შემხვდა, კიბეებზე, შეზღუდული შესაძლებლობების გოგონა მოჰყავდა, დამოუკიდებლად ვერ მოძრაობდა ეს ქალი ეხმარებოდა, ___შემეცოდა__მეჩქარებოდა__გავიქეცი.
ამ დროს უკვე , პარალელურად ყველა საუბრობს ჩემს ზღარბუზე, ცემენო, ხშირად ჩნდება დალურჯებული, დაკაწრულიო, )ერთმა ჩემმა მეზობელმა გამოკვება ერთი–ორჯერ და მასთან უთქვამს ჩემები მცემენო, ამ მეზობელს ისევე როგორც ყველას გული აქვს დამწვარი, მაგრამ რა ვქნა ვერ ვიშვილებო) მაღაზიაში შეუმჩნევიათ არა ერთხელ იპარავდაო, სკოლაში ფული გადმოვარდნია ჯიბიდან, საკმაოდ დიდი თანხა.

იძაბებოდა და იძაბებოდა გარემო ზღარბუს გარშემო.
კიდევ შემხვდა, საღამოს რვა საათი იქნებოდა, მათემატიკიდან ვბრუნდებოდი „ბებოსთან“ ერთად იდგა ლიფტთან, _წყალი მინდაო წუწუნებდა, ის კიდევ აგრესიულად უჭერდა ხელზე ხელს, მეტკინაო და გაქცევა დააპირა, არ გაუშვა ქალმა, ატირდა_არ მჩემო არაოო, ქალმა იგრძნო ჩემი იქ ყოფნა გადმომხედა და ბავშვს მიმართა_როდის იყო გცემდიო, მიუხედავად იმისა 12–ზე დაგიმთავრდა გაკვეთილები და სახლში რვაზე ძლივს მომყავხარო, თან მრისხანედ უსწორებდა თვალს თვალში, ზღარბუმ გაბრაზებულმა ჩაიბურდღუნა _შულ არ მჩემო, ქალმა დაიწყო თავის მართლება, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ვენახე, _არ აინტერესებს დედამისს ეს ბავშვიო და რაღაცეები :“იბოდიალა“
შემდეგ გავიგე თურმე ყველას ასე ესაუბრებოდა: მეეზოვეს, გამყიდველს, ნებისმიერ შემხვედრს და ა.შ. რა თავს იმართლებდა, საინტერესოა პირდაპირ.
ზღარბუს სკოლაში ზოგი ყალთაბანდს ეძახის, ზოგს ეცოდება. ჩვენს დირექტორს ვუამბე მის შესახებ და დარეკა საჭირო ორგანოებში, იყვნენ მოსულები, ზღარბუმ ვერ თქვა მცემენო _წავიდნენ_.
ზღარბუს თვალებში თვითგადარჩენის ინსტიქტი ელავს, თუმცა რაღაც დიდს მალავს ეს პატარა საყვარელი არსება. არ ვიცი რა ვთქვა კიდევ, მისი თვალები წვდება ჩემს გულს და გონებას, აი რეაგირება რა მხრივ მოვახდინო არ ვიცი ჯერ, არადა ნერვებს მიშლის ჩემი უმოქმედობა ამ საკითხში, იქნებ მირჩიო რამე? თუ მე არ მირჩევ, შენს გარემოცვაშიც იქნება ჩემი ზღარბუნას მსგავსი, იმის შემთხვევაში რა მოვიმოქმედოთ?
ზღარბუნა ახლა ცუდადაა, ჩალურჯებებით იპოვეს ქუჩაში, უგონოდ იყო, გაირკვა _სახლიდან გაქცეულა და 10 აბი წნევის წამალი დაულევია, სასწრაფომ გადაიყვანა, ახლა მძიმედაა და ვლოცულობ გადარჩეს, უფლის წყალობით გადარჩება, შემდეგ როგორ ვუშველოთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ზღარბუნები, მათი თვალები ეკლებივით, რომ გვესობა გულებზე ??? სამწუხაროდ კითხვით ვასრულებ ამ თხზულებას, მაგრამ ვიმედოვნებ მალე მექნება პასუხი შენი დახმარებით.
ზღარბუნიას სიყვარულით სავსე :
ნინო ჩიტიშვილი

2 thoughts on “ჩემი ზღარბუნა

  1. Nino says:

    ახლა როგორ არის ბავშვი, გთხოვთ დაწეროთ მის შესახებ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ, ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილ პატარებზე. საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, თანხები და რაც მთავარია ნება იმისა, რომ გადავარჩინოთ ბავშვები :((( გმადლობთ თქვენ, ავტორო.

    • 1feelfree says:

      ნინო მადლობა გამოხმაურებისათვისა და ზღარბუნას ისტორიით დაინტერესებისათვის.. ძალიან სამწუხაროა თუმცა მისი მდგომაროება დიდად არ შეცვლილა, იზრდება და უწევს ამ მძიმე პირობების გაძლება.. ჩემთან ახლოს აღარ ცხოვრობს და შესაბამისად ვეღარ ვნახულობ ხშირად. მთლიანად გეთანხმებით, რომ აუცილებელია ნება-სურვილი და მეტი ინიციატივა ამ სამწუხარო რეალობის შესაცვლელად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s