რა არის სამართალდარღვევა

სამართალდარღვევა არის ადამიანის მიერ სამართლებრივი ნორმების მოთხოვნების შეუსრულებლობა.
სამართალდარღვევა აუცილებლად იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას.
იმის მიხედვით, თუ რამდენად საზოგადოებრივად საშიშია, განასხვავებენ ოთხი სახის სამართლდარღვევას:

  •    დანაშაული– საზოგადოებრივად სასიში, მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედებაა. დანაშაულის ჩამდენი პირისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ანუ სასჯელი. მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), რისთვისაც დამნაშავე ისჯება თვისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
  •    ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ქმედება, რომლისთვისაც კანონით გათვლისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
  •     სამოქალაქო სამართალდარღვევა არის მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ადამიანი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მაგალითად, ფეხბურთის თამაშის დროს ბავშვმა მეზობელს ჩაუმტვრია ფანჯრის მინა. მიყენებული ზარალი უნდა ანაზრაურდეს. ბავშვმა, ან მისმა მშობელმა უნდა ჩაუსვას მინა, ან გადაუხადოს მისი საფასური.
  •     დისცილინური სამართალდარღვევა (გადაცდომა) არის სამსახურში ან სასწავლებელში შრომითი სამსახურებრივი, სასწავლო, ან სამხედრო დისციპლინის დარღვევა. კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით მისვლა, ან არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა და ა.შ. რისთვისაც გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობა.

Advertisements

3 thoughts on “რა არის სამართალდარღვევა

  1. gabro says:

    საინტერესო ბლოგია ძალიან დამეხმარა პრეზენტაციის გაკეთებაში :დ მადლოობ :))) წარმატებებს გისურვებ :)))

  2. Anonymous says:

    mec damexmara 😀

  3. 1feelfree says:

    ძალიან მიხარია რომ გეხმარებათ.. წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s