ჩვენი უფლებები ჩვენს ოჯახში

სამოქალაქო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დარეგულირება. ყველა ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მატი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

სამოქალაქო კანონმდებლობა განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა   განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება მშობლისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა მიერ ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი-სასამართლოს. ის პირები, რომლებისტვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვანის უფლებების დარღვევის შემტხვევები, ვალდებულნი არიან ამის შესახებ სეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ამგვარი სეტყობინების მიღებისტანავე, ვალდებულნი არიან გაატარონ საქარტველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისზიებები.
არასრულწლოვანის ინტერესები ასევე დაცულია მისი მშობლების განქორწინების შემთხვევაში. მაგალიტად, სასამარტლო ყოველტვის იტვალისწინებს ბავსვის ან მოზარდის ინტერესებს, როცა წყვეტს რომელ მშობელთან უნდა დარჩეს იგი განქორწინების შემთხვევაში. ქონების გაყოფის დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ მშობელთან ერთად დაგროვილი ქონება, როგორც წესი, შუაზე იყოფა, სასამართლოს აქაც შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ.
სასამართლო არასრულწლოვნის ინტერესებს იტვალისწინებს, როდესაც განქორწინების შემდგომ, ერთ-ერთ მსობელს სურს ბავშვის გვარის გამოცვლა. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

იგივე შემთხვევაა არასრულწლოვანის შვილების დროსაც. სამოქალაქო კანონმდებლობით იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც უკვე ათი წელი შეუსრულდა, დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე. ბავშვის ტანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.
ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ შეიზლება დროებით შეუნარჩუნოს მშობლის უფლება ან დედას ან მამას. ასევე არსებობს მშობლის უფლების ჩამორთმევაც.ეს არის უკიდურესი ზომა და გამოიყენება იმ მშობლის მიმართ, რომელიც სისტემატიურად ტავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს-ბავსვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა მატხოვრობაში ან მაწანწალობაში.
მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვებს უწესდებათ მეურვეობა და მზრუნველობა მათი აღზრდის მიზნით, ასევე პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
მეურვეობა წესდება ბავსვზე, რომელსაც არ მიუღწევია შვიდი წლის ასაკისათვის. ხოლო მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე.ხოლო მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან ტვრამეტ წლამდე.
მეურვეს ან მზრუნველს ნიშნავენ სპეციალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის მეურვე და მზრუნველი ვალდებულები არიან, შეუსრულონ მათთვის დაკისრებული მშობლის მოვალეობები. მათ მიერ მოვალეობის პირნათლად შესრულებაზეც ეს ორგანოები ახორციელებენ მუდმივ კონტროლს, სანამ პირს არ შეუსრულდება 18 წელი და არ გახდება სრულწლოვანი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s