საქართველოს პროკურატურის განცხადება

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია 10 მოხელე, ერთს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და იძებნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან:

1.გაგა მკურნალიძე – სასსჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

2. დავით ხუჭუა – მე-8 საპყრობილის დირექტორი

3. ვიქტორ ყაჭეიშვილი – მე-8 საპყრობილის დირექტორის მოადგილე

4. ლევან ფურცხვანიძე – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი

5. გიორგი კვარაცხელია – მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი

6. ოლეგ ფაცაცია – მე-8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი

7. მანუჩარ ლომთაძე – მე-8 საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი

8. გელა ცომაია – მე-8 საპყრობილის ოპერატიული მორიგე

9. ლევან ფხალაძე – მე-8 საპყრობილის კონტროლიორი

10. ბორის ფარულავა – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი

11.დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორი –ვლადიმერ ბედუკაძე

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში არსებობდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც არღვევდნენ პატიმართა უფლებებს, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მოხელეთა ერთი ჯგუფი, ლევან ფურცხვანიძისა და ვლადიმერ ბედუკაძის ხელმძღვანელობით,  ახორციელებდა პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამინურ მოპყრობას, წამებას, ვიდეო ფირზე აღბეჭდავდა საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს  და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ  გადასცემდა მესამე პირებს. მესამე პირთათვის ჩანაწერების გადაცემას ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი.

ნებისმიერი პატიმრის კანონიერი უფლების ან ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.”

http://www.justice.gov.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s