ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში

არამხოლოდ ქალის ადგილია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკა უნდა იყოს ქალის ყოველდღიურობას მორგებული.

განსაკუთრებული დაკვირვება არ არის საჭირო იმის შესამჩნევად რომ  ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების, განათლების და ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული მცდელობებისდა მიუხედავად,  ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად დაბალია.
ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის საჩვენებლად  საინტერესო  იქნება საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მონაცემების განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, 150 დეპუტატიდან მხოლოდ ჩვიდმეტი ქალია. მსოფლიოს მასშტაბით საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 22%-ია, ევროპის მასშტაბით კი 25%. პოსტსაბჭოთა საქართველოს არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა წილი არ ყოფილა 10%-ზე მაღალი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა 53% სწორედ ქალია. კიდევ 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 4 ქალი  იმ დროს, როცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

პარტიულ სიებსა და ზოგადად ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში, ხოლო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებულო კვოტების შემოღებას გამოკითხულთა 45% სრულად ემხრობა, 25% კი ნაწილობრივ.

tabeezejensi_web

გენდერული დისბალანსი თვალსაჩინოა აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. მათ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი (თეა წულუკიანი ), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (თამარ სანიკიძე) და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი (თამარ ბერუჩაშვილი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგზე დაყრდნობით, მინისტრის 5 მოადგილიდან  მხოლოდ ერთი ქალია, 18 დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან – მხოლოდ 4. საგანგებო დავალებათა არც ერთი ელჩია არ არის მდედრობითი სქესის წამრომადგენელი. მოპოვებული, ბოლო ინფორმაციით 61 სრულუფლებიანი ელჩიდან ქალი მხოლოდ შვიდია, ცხრა კონსულიდან კი ერთი.

გენდერული ბალანსი დაცულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილეების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის არც ერთი ამჟამინდელი მოადგილე არ არის ქალი, მსგავსი სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.  განსაკუთრებული შემთხვევაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც მინისტრის მოადგილე ქალთა რაოდენობა მეტია მამაკაცთა რაოდენობაზე.

images

გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც. 12 თვითმმართველი ქალაქის მერის თანამდებობაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი  69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული ქალები არ მუშაობენ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ თანამდებობებზე.

მართალია, არსებობს გამოწვევები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული უთანასწორობის საკითხში, სწორედ ამიტომ, საინტერესოა რა ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ გამოწვევებზე საპასუხოდ.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული  კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური“ გაერთიანებების შესახებ აწესებს ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება  ბუნებრივია, დადებითი ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კანდიდატთა სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინების შემთხვევაში, ფინანსური წახალისებაა გათვალისწინებული თუმცა,  საზოგადოება თანხმდება, რომ აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. განიხილება გენდერული კვოტის 40%-ით განსაზღვრა.

1184335059_0505

NDI-ს კვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.  ეს არის კარგი შესაძლებლობა ადვილად გადაილახოს ყველა ბარიერი, რაც ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. კვოტირების გამოყენებაზე მიგვითითებს CEDAW კომიტეტის კონვენცია, რომელზეც საქართველომ 1994 წელს მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ, პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

ამ მხრივ მოძრაობა საქართველოში გაცილებით ადრე იწყება. მას პოლიტიკის დონეზე საფუძველი ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. თუ გავიხსენებთ მის წერილს „დედათა ემანსიპაციის შესახებ“, ვნახავთ რომ ილია აქტიურად მოუხმობს ქალებს გააქტიურებისაკენ. რამოდენიმე გამოჩენილი ქალის შესახებ წერილს ასე ამთავრებს: „ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია დედათა ემანსიპაციის მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.“

ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჟა-ფშაველას „სადღეისო წერილი მეგობართან“, რომელშიც ის წერს: “დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. (იგულისხმება ქალთა მოთხოვნა მამაკაცთან თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ) მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი  გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი, ისინი ხომ მამაკაცები არიან- „კაი ბიჭობად“, „გულ-მაგრობად“ არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, მგრძნობიარენი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს თუ არა გარდა ერთის გრძნობისა რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე სად არის ეს შებრალება?!”

images (1)

მართლაც, ვაჟას მოსაზრება დღეს უკვე ოფიციალური მონაცემებით დასტურდება.  სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“  მიხედვით, თუ  გადაწყვეტილების მიმღებთა 20% ქალები შეადგენენ, მაგალითად საკანონმდებლო სტრუქტურაში, კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტების მიღებას.  30%-ის შემთხვევაში განიხილება და მიიღება ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონები და სახელმწიფო პროგრამები. 40-50%-ის შემთხვევაში მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებას ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ

საქაართველოს მთავრობას აქვს მიღებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ  ეხმიანება ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ შორისაა International Covenant on Civil & Political Rights (ICCPR)  საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; CEDAW- გაეროს ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი და პეკინის სამოქმედო პლატფორმა;

საქართველოში ნელ-ნელა  იზრდება ქალთა როლის გაზრდისათვის მომუშავე პირთა და ორგანიზაციათა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთავრობო უწყებების გააქტიურება და ისეთი ინსტიტუციების არსებობა როგორიცაა: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;  სახალხო დამცველის აპარატი; გენდერული საკითხების მიმართულებით მრჩეველი მუნიციპალიტეტებში; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითებში და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგნიზაციები.

ფაქტია, რომ იდეა  უცვლელია და ის საუკუნეებს უძლებს. ქალთა მონაწილეობა და მათი როლის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია.  ქალებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სათანადო დანახვა და გათვალისწინება არ შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცებს და მაინც რატომ უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი  უმეტესად ისინი?!

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

https://eparticipationge.wordpress.com/2015/02/04/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A/

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა

   გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)  მიერ განხორციელდა ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ესახებ. კვლევა განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის საფუძველზე, მოიცავდა როგორც თვისობრივ, ისე რაოდენობრივ კომპონენტებს და მასში მონაწილეობდა 2.385  ქალი ერვნული მასშტაბით, ასაკობრივი ჯგუფი 15-49წ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ  :
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტრადიციული კულტურული ნორმებიდან გამომდინარე ოჯახი მიჩნეულია უსაფრთხო ადგილად, არსებობს დიდი განსხვავება წარმოსახვით, იდეალიზებულ ოჯახს და რეალურ ოჯახს შორის, სადაც ზალადობის პირდაპირი თუ ირიბი ფორმების შედეგად ქალები ყოველდღიურად ოჩაგრებიან, ირღვევა მათი ძირითადი უფლებები თუ თავიდუფლებები.

1.ქორწინებაში მყოფ ქალთა 9,1% (ყოველი მე-11 ქალი) აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან.

2.ქალთა 14% აღიარებს, რომ გამხდარა ემოციური ძალადობის მსხვერპლი.

3.ქალთა 35% აღნიშნავს, რომ  მეუღლის/ პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმები ქცევის კონტროლის მიზნით, აქედან ქალთა 29%-ს არ აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ოჯახთან, ქალთა 11,6%-ს სჭირდება ქმრის ნებართვა ექიმთან წასასვლელად.

4.იმ ქალთა 2,7%-ს, რომლებიც ოდესმე ყოფილანნ ფეხმძიმედ, გამოუცდიათ ფიზიკური ზალადობა ორსულობის პერიოდში. რესპოდენტთა უმრავლესობის მიხედვით, პირი, რომელსაც ასეთი ზალადობა აქვს ჩადენილი, მათი შვილის მამაა;

5.ქალთა 50% ფიქრობს, რომ  ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;

6.ქალთა 34,1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებას მიიჩნევს;

7.ქალთა 16.0% ფიქრობს, რომ ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს ამ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს..

კვლევამაც ცხადყო, რომ ქალთა დიდი ნაწილი ოჯახში ქალის ჩაგვრას ბუნებრივ, მისაღებ მოვლენად მიიჩნევს. ამასთან, ქალები უფრო გახსნილად საუბრობენ ძალადობის იმ ფორმების შესახებ, რომლებიც სოციალურად მისაღებია (მაგ.კონტროლი) და ცდილობენ დამალონ სიმართლე, როდესაც საქმე ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ეხება. არსებული სოციალური ტაბუსა და სტიგმის გამო ქალებს ესინიათ ან რცხვენიათ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი.
კვლევები ადასტურებს, რომ რეალურად ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გაცილებით დიდი რაოდენობა არსებობს.

ქალთა 78,3% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი ოჯახს გარეთ გატანა დაუშვებელია.
ქალების 27,8% არავის უზიარებს ოჯახში ძალადობის პრობლემებს.

 ეს იმას ნიშნავს, რომ ქალების მესამედი მარტო ართმევს თავს ოჯახში ძალადობას და უაზლოეს ადამიანებსაც კი (ოჯახის წევრები, მშობლლები, მეგობრები)უუმალავს ამ პრობლემას. ქალების საკმაოდ  დიდი ნაწილი ეძებს დახმარებას ახლობლების წრეში (მშობლები, მეგობრები, მეზობლები, მოძღვარი) მაგრამ ვერ ირებს.

საქართველოს 2006 წლიდან მოქმედებს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც სახელმწიფო რეგულირების ქვეშ აქცევს ოჯახში ძალადობის ფაქტებს და აწესებს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს რამოდენიმე თავშესაფარი,სადაც ხდება მათთვის იურიდიული, ფსიქოლოგიური, საამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენა. მიუხედავად ამისა,ქალები იშვიატად მიმართავენ სოციალურ ინსტიტუტებს დახმარებისათვის:ქალთა მხოლოდ 2% მიმართავს პოლიციას, ხოლო ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს მხოლოდ 1%.
საგულისხმოა, რომ ძალადობის სხვადასხვა ფორმების გავრცელება მჭიდრო კავშირსია განათლების დონესთან. რაც უფრო დაბალია ქალის განათლების დონე, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდეს. მაგალითად, ქალები რომლებსაც აქვთ არასრული საშუალო განატლება (60%) უფრო ხშირად ექცევიან ქმრის კონტროლის ქვეშ, ვიდრე ქალები, რომლებსაც აქვთ სრული საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება (35%).
ოჯახში ძალადობა ადამიანის ყფლების დარღვევაა და უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრტელობაზე. ზალადობას უარყოფითი გავლენა აქვს სოციალურ კეთილდრეობაზე, ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.
თითოეული ქალის უფლებაა იცხოვროს ღირსეულად და უსაფრთხოდ და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო საკუთარი შვილებისა და ოჯახისათვის.

რას უქმნიან საფრთხეს გენდერული სტერეოტიპები?

გენდერული სტერეოტიპები უქმნის საფრთხეს სექსიზმს, ანუ ადამიანთა დისკრიმინაციას მათი სქესის საფუძველზე. ეს ცნება შეიქმნა რასიზმის (დისკრიმინაცია რასობრივი კუთვილების საფუძველზე) და ეიჯიზმის (ზანდაზმულთა უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა) ანალოგიით. სექსიზმმის ობიექტი შეიძლება გახდეს როგორც ქალი, ისე კაცი, მაგრამ მამაკაცთა დომინირების საზოგადოებაში სექსიზმის ადრესატი, როგორც წესი, ქალია. სექსიზმში შედის ქალისადმი დამამცირებელი და დამაკნინებელი მოპყრობა, ქალის მნიშვნელობის და წვლილის გაუფასურება, ქალთა უფლებების შეზღუდვა.

ე.წ. “სიძულვილის პირამიდის” მოდელი გვეუბნება, რომ ყოველგვარი ძალადობა ჯერ უთანასწორობაზე აგებული სტერეოტიპებიდან წყება.

როცა არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები, რაც უარყოფით წინასწარგანწყობას ქმნის რაიმე ჯგუფის ან ადამიანის მიმართ- ჩვენ უკვე სფუძველი გვაქვს, განსხვავებუად მოვექცეთ მათ, შევუზღუდოთ ან ავუკრძალოთ ყველასათვის საერთო თავისუფლებებითა და უფლებებით სარგებლობა, ანუ მოვახდინოთ დისკრიმინაცია. ამ განსხვავებული მოპყრობიდან ერთი ნაბიჯია მათ მიმართ პირდაპირი ძალადობის გამოყენებამდე. აქედან გამომდინარე, ძალადობამდე სტერეოტიპული აზროვნებით მივდივართ, თუკი ამას წინ არ აღვუდგებით.

გენდერული თანასწორობა და ქალის დისკრიმინაცია

საუკუნეების მანძილზე ქალები ცდილობდნენ ტრადიციულ საზოგადოებაში, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ, მოეპოვებინათ იგივე უფლებები და თავისუფლებები, რაც მამაკაცებს გააჩნდათ.
21-ე საუკუნეში აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, ხელშეუხებელი ღირსებითა და თანასწორი უფლებებით. ადამიანისათვის ბოძებული ყველა უფლება და თავისუფლენა უნივერსალურია და მათი შეზრუდვა ნებისმიერი, მათ სორის სქესის ნიშნით, უკანონოა.
დღეს გენდერული თანასწორობა, ანუ თანასწორობა მამაკაცსა და ქალს შორის, ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილია, პასუხისმგებლობასა და ტანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსი.
გენდერული თანასწორობის უგულველყოფა სქესის საფუძველზე დისკრიმინაციას წარმოადგენს.ქალის დისკრიმინაცია ნიშნავს:
სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას,რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ,კულტურულ,სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში, ადამიანის უფლებებით სარგებლობს ან მათი გამოყენების დაბრკოლება ან სრული უარყოფა.
ქალის დისკრიმინაცია არღვევს ტანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს,ხელს უშლის მამაკაცის ტანაბრად ქალის მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ,სოციალურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში;აბრკოლებს საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდრეობის ზრდას და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდრეოდ.
გენდერული თანასწორობა დაქალის უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით,კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო აქტებითა და დოკუმენტებით,რომელთა ხელშემკვრელი მხარეც არის საქართველო და რომლებიც დღეს საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.
ესენია:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთასორისო პაქტი;
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი;
ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია;

ადამიანის უფლებათა და ძირითად ტავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;

პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა;

მოსახლეობის და განვიტარების ქაიროს კონვენციის სამოქმედო პროგრამა;
გაეროს უსიშროების საბწოს რეზოლუცია №1325;
ათაასწლეულის ეკლარაცია და ატასწლეულის განვითარების მიზნები;

დრედღეობიტ საქარტველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრება რეალურ პრიორიტეტს წარმოადგენს.2006 წელს საქარტველოს პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია. კონცეფციის მიზანია ქალსა და მამაკაცს სორის ტანაბარი უფლებების და შესაძლებლობების დამკვიდრება და მათი ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა.

კონცეფცია განამტკიცებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსი და განსაზღვრავს სქესის ნისნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრის, ასევე გენდერული ტანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს.

ბავშვებს და ახალგაზრდებს!!!

ბავშვებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა გაქვთ თქვენი ფიქრები, იდეები და შეხედულებები გაუზიაროთ გაერო-ს გენერალურ მდივანს – ბან კი მუნს. ამისათვის, თქვენი გენერალური მდივნისადმი გზავნილები მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე : ninoochitishvili@gmail.com ან მიწერეთ გიორგი ჭეხანს საქართველოს ახალგაზრდობის ელჩს გაეროში Facebook-ის ოფიციალურ გვერძე  და ის  მათ წიგნის სახით შეკრულს გადაცემს ბან კი მუნს ოქტომბერში, როდესაც  შევხვდება. არაინგლისურად გამოგზავნილ გზავნილებს.
გთხოვთ, გაუზიაროთ თქვენს მეგობარ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომ რაც შეიძლება მეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ხმა მიაწვდინოს გაერო-ს გენერალურ მდივანს.
     წარმატებებს გისურვებთ ყველას!