რა არის ძალადობა და ვის მიერ ხორციელდება იგი?

 ძალადობის ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ საზოგადოდ, ეს არის ძალის გამოყენება ადამიანისათვი ზიანის მიყენების, მისი განადგურების, ტანჯვის მიზნით.

ძალადობა შეიძლება იყოს ქმედება ამ სიტყვა. ძალადობა ანგრევს, აზიანებს და შეურაცხყოფს ადამიანს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება. ესენი კი ჩვენი  განუყოფელი უფლებებია.

რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდება დაუცველი ცხოველი ან ბუნება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება.

ძალადობას განვრცობა/გაფართოების ტენდეცია ახასიათებს- ის კვლაცვ ძალადობას ბადებს.
ძალადობით განიმსჭვალება მთელი საზოგადოება.

<<<<ასე იქცევა ძალადობა ნორმად.

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

ახალგაზრდებში, მათ შორის არასრულწლოვნებში განსაკუთრებით ხშირია ისეთი დანაშაულები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. ასეთ გავრცელებულ დანაშაულთა შორისაა ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება; ცემა და ა.შ.
ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერმა ფიზიკურმა ანგარიშწორებამ მიყენებული წყენისა, თუ სიტყვიერი შეურაწყოფის საპასუხოდ, განსაკუთრებით ჯგუფურმა ე.წ. გარჩევებმა, მათ შორის ცივი იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, თუნდაც დანაშაულამდე არ ვფიქრობდით პირის მძიმე დაზიანებას, შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე, მათ შორის ადამიანის სიკვდილამდეც კი. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ასეთი დანაშაულები საკმაოდ მკაცრად ისჯება, თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღარი 13 წელს აღწევს.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად ითვლება სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველები, რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, სახის წარუშლელი დამახინჯება და ა.შ.
არის სემტხვევები, რომ დამნაშავეს შეიძლება საერთოდ არ სურდა ადამიანის მოკვლა და მხოლოდ მის დაზიანებას ისახავდა მიზნად, მაგრამ იარაღის გამოყენების შედეგად ისეთ ადგილას მიაყენა დაზარალებულს ჭრილობა, რომ გამოიწვი მისი სიკვდილი. ასეთ შემთხვევაში,პირი პასუხს აგებს აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენისათვის. იმ შემთხვევაშიც კი , თუ დროული ქირურგიული ჩარევის და ექიმების ძალისხმევით მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა, დამნაშავე, მაინც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანასაულისათვის დაისჯება, რადგან მიყენებული ჭრილობა აშკარად საშიში იყო სიცოცხლისათვის.


ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რა თქმა უნდა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და არ იწვევს მძიმე შედეგებს, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ან ადამიანის შრომისუნარიანობის დაკარგვასთან. ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლაში იგულისხმება ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც 21 დრეზე მეტ ხანს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პირი მწოლიარე მდგომარეობაშია და წარტმეული აქვს შრომისუნარიანობა. ასეთ დროს დანასაულის ჩამდენი შეიძლება დაისაჯოს, როგორც გამასწორებელი სამუშაოთი18 თვემდე, ან ტავისუფლებია შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთის ვადით 1-დან 3 წლამდე. თუ აღნიშნულმა დანაშაულმა გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება, ასეთ შემტხვევაში პირი შეიძლება დაისაჯოს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთითს არ აქცევს, უნდა გავიტვალაც.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, მიეკუთვნება სხეულის ისეთი დაზიანება როგორიცაა დაჟეჟილობა, მხედველობის და სმენის დასუსტება, შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა, ცხვირის, ან ყბის გაბზარვა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბის დროს ამგვარ დაზიანებებს ბევრი ყურადღებას არ აქცევს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ქმედება დანაშაულია და იწვევს პასუხისმგებლობას-ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
დანაშაულად ითვლება ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირად ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია ცემა. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემის ფაქტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს განეკუთვნება მკვლელობა, ანუ სხვისი სიცოცხლის განზრა გაუფრთხილებლობით მოსპობა. არავის არა აქვს უფლება მოუსპოს ადამიანს სიცოცხლე, გარდა კანონით გათვალისწინებული მკაცრად გასაზღვრული შემთხვევებისა.
მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მკვლელობისათვის სასჯელის დასადგენად ითვალისწინებენ მკვლელობის ჩადენის ხერხებსა და საშუალებებს, ასევე იმ ადამიანთა წრეს, ვის მიმართაც იქნა ჩადენილი დანაშაული.
არის მთელი რიგი გარემოებებისა, რომლებიც ამძიმებენ ჩადენილ დანაშაულს. ასეთებია: მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით; ორსული ქალის, არასრულწლოვანის მკვლელობა; მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა;ორი ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით ან შეკვეთილი მკვლელობა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია და ნიშნავს ნიშნავს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადებს. მათ შორის სრულწლოვნებისათვის თავისუფლების აღკვეთას ვადით ოც წლამდე და ასევე უვადო პატიმრობას.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანს თავს ესხმიან იარაღით, მის სიცოცხლეს საფრთე რეალურად ემუქრება და თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მხოლოდ საპასუხო თავდასხმის მოგერიებაა. ასეთ შემთხვევას აუცილებელი მოგერიება ეწოდება, რაც გამორიცხავს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. მაგრამ თუ ჩვენ გადავაცილეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ანუ თუ ჩვენი თავდაცვის ზომები აშკარად არ შეესაბამება თავდასხმის საშიშროებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩავდივართ დანაშაულს და პასუხსაც ვაგებთ კანონის წინაშე.
ასევე არის შემთხვევები, როცა ადამიანს საერთოდ არ სურს ვინმეს სიკვდილი, მაგრამ თავისი დაუდევრობით ან წინდაუხედაობით არღვევს საყოველთაოდ სავალდებულო წესებს, რასაც სავალალო შედეგი მოსდევს. ასეთ შემთხვევას გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა ეწოდება და ასევე იწვევს პირის პასუხისმგებლობას.

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ყველაზე გავრცელებული სახეებია, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა.

ქურდობა ეს არის სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვითვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ქურდობისათვის დამახასიათებელია მისი ფარული ხასიათი. ყველაზე ხშირად ის ხორციელდება მესაკუთრის ან სხვა ადამიანის დაუსწრებლად.


ძარცვა
არის სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით    ვადით ორიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ნივთის წართმევა ხდება თვალნათლივ, მესკუთრის ან სხვა პირთა თანდასწრებით. ძარცვისას დამნაშავე უფრო საშიშია, რადგანაც იცის, რომ მიზნის მისაღწევად დასჭირდება ნივთის პატრონის წინააღმდეგობის დაძლევა და მზად არის მიმართოს ძალადობას. თუმცა თუ ძალადობამ მიიღო განსაკუთრებით საშიში ფორმა და სერიოზული საფრთხე სეუქმნა დაზარალებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უკვე სახეზე გვაქვს არა ძარცვა, არამედ ყაჩაღობა.

ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუტიდან შვიდ წლამდე.
თუ ქურდობასა და ძარცვის დროს ზიანი ადგება ადამიანის საკუთრების უფლებას, ყაჩაღობის შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება გამოძალვა, ანუ სხვისი ნივთის ან ქონებით სარგებლობის მოთხოვნა, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარის გამოყენებით. დამნაშავე შეიძლება იმუქრებოდეს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ქონების განადგურებით, სახელის გამტეხი ცნობის ან ისეთი ცნობების გავრცელებით, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანთა ინტერესები. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას თავისუფლების აღკვეთამ შეიძლება თვრამეტ წლამდეც მიაღწიოს.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ასევე დანაშაულად ითვლება ნივთის შეძენა ან გასაღება, თუ პირმა წინასწარ არ იცის რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული; ასევე სხვისი ქონების განზრახ დაზიანება და განადგურება.

დანაშაუული სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ

სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას თვითონ აირჩიოს პარტნიორი. სქესობრივი ხელსეუხებლობა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან (მაგალითად, მცირეწლოვანთან) სქესობრივი კავშირი კანონით აკრძალულია მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ყველაზე საშიშ სქესობრივ დანაშაულად ითვლება გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზრალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანასაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სრულწლოვანს, ასევე არასრულწლოვანს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

როდის ვაგებთ პასუხს დანაშაულზე?

სისხლის სამართალში პირის სრული პასუხისმგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 18 წლიდან. 14-დან 18 წლამდე მოზარდი ითვლება არასრულწლოვნად, მაგრამ შერაცხადად.რაც ნიშნავს,რომ მას შეუძლია გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და პასუხი აგოს მისი ჩადენისათვის. დღეისათვის არასრულწლოვანი თითქმის ყველა იმ დაშაულისათვის აგებს პასუხს, რაც ჩამოთვლილია, სისხლის სამართლის კოდექსში. გამონაკლისს წარმოადგენს თანამდებობრივი და სამხედრო დანაშაულები, რომლებიც მხოლოდ თანამდებობის პირებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა შეიძლება ჩაიდინონ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაუსვებელია 14 წლამდე პირის პასუხისმგებლობა.