The Story of Human Rights

ძალიან საინტერესო მოკლე ვიდეო ადამიანთა უფლებების ისტორიის შესახებ.

Advertisements

რა არის ძალადობა და ვის მიერ ხორციელდება იგი?

 ძალადობის ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ საზოგადოდ, ეს არის ძალის გამოყენება ადამიანისათვი ზიანის მიყენების, მისი განადგურების, ტანჯვის მიზნით.

ძალადობა შეიძლება იყოს ქმედება ამ სიტყვა. ძალადობა ანგრევს, აზიანებს და შეურაცხყოფს ადამიანს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება. ესენი კი ჩვენი  განუყოფელი უფლებებია.

რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდება დაუცველი ცხოველი ან ბუნება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება.

ძალადობას განვრცობა/გაფართოების ტენდეცია ახასიათებს- ის კვლაცვ ძალადობას ბადებს.
ძალადობით განიმსჭვალება მთელი საზოგადოება.

<<<<ასე იქცევა ძალადობა ნორმად.

ძალაუფლება

  გენდერული უთანასწორობა ძირითადად გამოიხატება ძალაუფლების არათანაბარ განაწილებაში. რა არის ძალაუფლება? ეს არის უნარი, ჩამოაყალიბო პირადი მიზნები და მოახდინო გავლება სხვებზე, რათა ამ მიზნებს მიაღწიო. ეს არის შესაძლებლობა, შეინარჩუნო, რაც გს და მოახდინო გავლენა საკუთარი ინტერესების საპასუხოდ. მოკლედ რომ ვთქვათ , ძალაუფლბა გულისხმბს გავლენას და კონტროლს მოვლენებზე და სხვებზე.

ბოროტად გამოყენებული ძალაუფლება საშუალებას იძლევა, აკონტროლო და შეზღუდო სხვათა უფლებები და თავისუფლებები, შეაფერხო მათი განვითარება და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და ა.შ. ეს კი იწვევს ამ სხვათა სოციალურ მარგინალიზაციას და დასუსტებას.

ძალაუფლება საზოგადოების დომინანტური ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. დომინანტური ჯგუფი აწესებს სტანდარტებს, მოვლენებს თავისი პერსპექტივიდან აფასებს, თავის უპირატესობაშია დარწმუნებული, აკონტროლებს, ახორციელებს თავისივე შექმნილ კანონებს, სჯის ან წაახალისებს, მდიდრდება და ძლიერდება.

ძალაუფლება შეიძლება იყოს რეალური ან წარმოსახული. ძალაუფლების სხვადასხვა სახეებია:

  •  სოციალური ძალაუფლება
  •  ეკონომიკური ძალაუფლება
  •  პოლიტიკური ძალაუფლება
  •  ფიზიკური ძალაუფლება
  •  გენდერული ძალაუფლება
  •  ასაკზე დაფუძნებული ძალაუფლება

    როგორც უკვე აღვნიშნე ძალაუფლების მქონე შეიძლება გახდეს მოძალადე , თუ ის ბოროტად გამოიყენებს ძალაუფლებას.

 

გენდერული სტერეოტიპები

  გენდერული სტერეოტიპები ფართოდ გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებებია ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ქცევასა და სოციალურ ფუნქციებზე.
      რაც უფრო ტრადიციულია საზოგადოება, მით უფრო ძლიერია გენდერული სტერეოტიპების როლი. ქალისა და მამაკაცის თვისებები და მათ მიერ შესრულებული როლები მკაცრად არის განსაზღვრული და ერთიმეორის საპირისპიროდ მიიჩნევა.

    როგორია გენდერული სტერეოტიპების შინაარსი? გენდერული სტერეოტიპები მიგვითითებს იმაზე, რომ ქალის ადგილი სახლსია, ხოლო მამაკაცის -სახლს გარეთ; რომ ქალი უნდა იყოს რბილი, დამთმობი, მზრუნველი, რომ მას არ შეუძლია, წარმატებით მართოს და უხელმძღვანელოს დიდ საქმეს, რომ მას ევალება მხოლოდ წვრილმანი, ყოველდღიური საქმის შესრულება, რომ ის კარგი შემსრულებელია, მაგრამ არა შემოქმედი, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მამაკაცისას ჩამოუვიარდება. ქალის მოვალეობაა, თავი მოაწონოს მამაკაცს, შეასრულოს რეპროდუქციული ფუნქცი, იზრუნოს ქმარზე, საკვებზე და სისუფთავეზე.

   სტერეოტიპების თანახმად, მამაკაცი აგრესიული და უხეშია, აზროვნებს ლოგიკაზე დაყრდნობით, სწრაფად და ეფექტურად იღებს გადაწყვეტლებებს, არის უფრო ნიჭიერი, შემოქმედებითი, უყურადღებო და ნაკლებად ემოციური, შეუძლია პობლმის არსის დანახვა და არ წვრილმანდება დეტალებზე და ა.შ. აქედან გამომგინარე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თავისუფალი დრო, გართობა, გადაადგილების თავისეუფლება, აგრესიულობის გამოხატვა, ინტელექტუალური საქმიანობა და ყოველდღიურობისგან გათავისუფლებ-მამაკაცის პრეროგატივაა. ამასთან, სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ასეთი ვითარება ბუნებრივია, ყოველთვის ასე იყო და იქნება

   სტერეოტიპულ აზროვნებას საფუძველი ეყრება აღზრდის დროს, როდესაც ბიჭებს და გოგოებს ძველი წარმოდგენებით განსხვავებულ და არათანასწორ ადამიანებად ზრდიან.

  საზოგადოება რომელიც გენდერული სტერეოტიპებით იმართება, მრავალ შეზღუდვას უქმნის ქაებსა და მამაკაცებს იმაში, რომ იმოქმედონ ინდივიდუალური უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, მათი ადამიანური უფლებები სელახვაა. ამიტომ მიზანშეწონილია, გაცნობიერდეს სტერეოტიპები და გარკვეული სტრატეგიები იქნას მიმართული მათ დასაძლევად.

განსხვავება გენდერსა და სქესს შორის..

გენდერი ნეიტრალური ცნებაა და თვითავად, არც თანასწორობას მოიაზრებს, არც უთანასწორობას. რაც შეეხება გენდერულ მიდგომას, იგი ნამდვილად არ არის ნეიტრალური დამკაფიოდ ორიენტირებულია, ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს პიროვნების თვითრეალიზაციის თანასწორი და სქესისგან დამოუკიდებელი შესაძლებლობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გენდერული თანასწორობის საკითხი ამ მიდგომისთვის უპირატესია.

გენდერული მიდგომის გამოყენება გულისხმობს ორივე სქესის პრობლემების და მოთხოვნილებების მუდმივ გათვალისწინებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებისა და მსგავსების, მამაკაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობის დანახვასა და შესწავლას

გენდერული როლები

ნასწავლი ქცება ქმნის გენდერულ იდენტოას და განსაზღვრავს გენდერულ როლს. გენდერულ როლებზე მოქმედებს: ასაკი, თნიკური კუთვნილება, სოციალური კლასი, ეკონმიკური პირობები, რელიგია.
გენდერული როლები ქალებისა და მამაკაცებისთვის საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში და ასევე ერთი კულტურის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებში. ამასთან, კულტურა იცვლება, იგი დინამიკურია, იცვლება სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც, ამდენად , იცვლება გენდერიც.

საინტერესოა, რომ, მიუხედავად კულტურათა განსხვავებისა, მათ უმრავლესობაში გაბატონებულია მამაკაცთა დომინირების სისტემები (პატრიარქალური წყობა), ამიტომ გენდერული როლები ასიმეტრიულია და არათანასწორი და მამაკაცთა პრივილეგირებული, ხოლო ქალების მეორეხარისხოვანი პოზიციების გამომხატველია. თუმცა ორივე პოზიციას თავისი პრობლემები აქვს და ამას ქვემოთ განვიხილავთ.
მცდარია, გავაიგივოთ გენდერი მხოლოდ ქალების საკითხთან. მის ფოკუსში ორივე სქესი და მათი ურთიერთმიმართება ექცევა. გენდერი ნეიტრალური ცნებაა და არ გულისხმობს კარგს ან ცუდს, არამედ წარმოადგენს სოციალური პროცესების გაგების და კლასიფიკაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.
გენდერი გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ:როგორაა განაწილებული ძალაუფლება, ვინ დომინირებს და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვინ არის კულტურაში “უჩინარი”, ვინ ხდება დისკრიმინაციის ან ძალადობის ობიექტი და ა.შ.

რას ეხება სქესი და გენდერი?

სქესი ეხება ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიურ ატრიბუტებს. ადამიანები იბადებიან მამაკაცებად ან ქალებად და ეს განაპირობებს იმას, რომ მათ შეუძლიათ მაგ: იმშობიაონ, ასწიონ უფრო მძიმე საგნები, ძუძუთი კვებონ, იმღერონ უფრო მაღალ რეგისტრში და ა.შ. ამიტომ ვამბობთ,რომ სქესი ბიოლოგიით განისაზღვრება.

გენდერი ეხება შეხედულებებს, მოლოდინებსა და წესებს ქალებისა და მამაკაცებისათვის. იგი სოციალურად არის განპირობებული: ადამიანები იბადებიან ქალებად და მამაკაცებად, მაგრამ მათ ასწავლიან და მათგან მოელიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა თვისებები განივითარონ, რა ადგილი უნდა დაიკავონ ოჯახსა და საზოგადოებაში, ურთიერთობები იქონიონ, რა წესებს დაემორჩილონ და ა.შ. ამ შეხედულებების გადამცემია ოჯახი, ავტორიტეტული ადამიანები, რელიგიური და კულტურული დაწესებულებები, სკოლა, მედია, თანატოლთა წრე და სხვა, ადამიანის სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები და ინსტიტუტები.