სახალხო დამცველის მოადგილემ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა

2012 წლის 19 სექტმბერს, 18 საათზე, სახალხო დამცველის მოადგილემ  ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველის ოფისის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკიდურესი აღშფოთება ვიდეო ჩანაწერებში ასახული ფაქტების გამო, რომლებიც ბოლო 2 დღეა ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ. აღნიშნულ ჩანაწერებში ასახულია როგორც წამების, ასევე არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არაერთი შემთხვევა.

მსაგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად აისახებოდა სახალხო დამცველის ყოველწლიურ ან სპეციალურ ანგარიშებში, თუმცა  ჩანაწერების შინაარსმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

მიგვაჩნია რომ,  ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ხელისუფლების მთელი რიგი ორგანოების მხრიდან აბსოლუტურად არასწორმა მიდგომამ ზოგადად სისტემის მიმართ და სახალხო დამცველის მთელი რიგი მოწოდებების და ანგარიშების მიმართ არაადეკვატურმა რეაქციებმა.

ჩვენს მიერ მიწოდებულ შესაძლო წამების, არაადამიანური ან/და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად იწყებდნენ გამოძიებას და აღნიშნულ ფაქტებს  სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გარკვეულწილად მსგავსი დანაშაულებისათვის წამახალისებელ ფაქტორადაც იქცა.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებს პატიმართა მიმართ მოპყრობის კუთხით სათანადო ყურადღებას არ უთმობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროც. სამწუხაროდ სამინისტრო ორიენტირებული იყო არა ამ პრობლემების მოგვარებაზე, არამედ დაფარვაზე.

ის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ ჩვენს ანგარიშებში როგორც პატიმართა უფლებადამრღვევები, კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, კიდევ უფრო ამძაფრებდა მათ მიერ ჩადენილი სამართალდაღრევათა შინაარს. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამოდენიმე პირდაპირ იყო მოხსენიებული სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც პატიმართა მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის განმახორციელებლები, მათ შორის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, რომლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში იყო მოცემული.

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

იმისათვის რათა საზოგადოებას მიეწოდებოდეს სრული ინფორმაცია და ქონდეს ნდობა გამოძიების პროცესის მიმართ, სახალხო დამცველი მიმართავს მთავარ პროკურორს, სრულად იყოს ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მას პირდად მიეცეს შესაძლებლობა  განახორციელოს მონიტორინგი გამოძიების პროცესზე, რათა არც ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული არ დარჩეს ადეკვატური რეაგირების გარეშე.

სახალხო დამცველის ოფისი მკაცრად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეეცდება, როგორც პასუხისგებაში მიცემული პირების, ასევე ჩატარებული ან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით წერილი მთავარ პროკურორს უკვე გაეგზავნა.

გუშინ, ვიდეო ჩანაწერების გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი სისტემატურ მონიტორინგს ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც კვლავ გაგრძელდება. ჩვენს მიერ განხორციელებული რეაგირებების შესახებ სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას მედიასაშუალებებს.

ჩვენი წარმომადგენლებმა გუშინ და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში. ისინი იმყოფებოდნენ გლდანის N8, ზუგდიდის N4, ბათუმის N3 და ქუთაისის N2 დაწესებულებებში. ამჟამად ყველა ამ დაწესებულებაში სიმშვიდეა. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავდროულად გაცნობებთ, რომ ვიზიტების დროს 2–ჯერ იქნა მონახულებული თამაზ თამაზაშვილიც.

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ახდენენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც სასჯელაღსრულების მოხელეთა მიერ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რათა მოხდეს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფსიქორეაბილიტაცია.

ასევე კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (223 44 99), სადაც დაკავშირება შეუძლია პატიმართა ოჯახის წევრებს. ჩვენს მიერ, შემოსული ზარების შესაბამისად, უკვე გადამოწმდა ათეულობით მსჯავრდებულის მდგომარეობა და ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის პირებს.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში არ იმყოფება. ის  სამუშაო ვიზიტიდან საქართველოში18 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო აღნიშნული ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველი საქართველოში დაბრუნების შემდეგ დამატებით გამართავს ბრიფინგს და დეტალურად უპასუხებს ყველა შეკითხვას.

დამატებით იხილეთ იმ პირთა სია, რომლებიც სხვადასხვა დროს სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხსენიებულნი იყვნენ, როგორც პატიმართა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის განმახორციელებლები.

არასათანადო მოყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში

1.      მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება:
დირექტორის მოადგილე, სარეჟიმო განყოფილების უფროსი, ასევე დაწესებულების თანამშრომლები – ავთო პოპიაშვილი და გიორგი ბიწაძე,
2.      დაბა ქსნის N15 დაწესებულების დირექტორის მოადგილე გიორგი კოხრეიძე და რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა,
3.      დაბა ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომლები – ქიტესა გულისაშვილი, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა, ვინმე ლექსო, კახა, ნიკა და ლევანი.
4.      დაბა ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომლი – ვინმე ვიტალი

არასათანადო მოყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში

1.      ქუთაისი N2 დაწესებულება
დიმიტრი ჯიჭონაია
სოციალური სამსახურის უფროსი – ირაკლი ჯიშკარიანი
რეჟიმის უფროსი – გაგა ლიპარტელაინი
კონტროლიორი – ვინმე ბესო
თანამშრომლები – რომან რობაქიძე, აჩიკო ტაბატაძე, მიშა გიგაური, ვინმე მამუკა და ანზორი.

2.      გლდანის N8 დაწესებულება
„ანგო“
„ხონსკი“
ბექა მჟავანაძე
ოლეგი ( სავარაუდოდ უკვე ბრალდებული ოლეგ ფაცაცია)

3.      გლდანის N18 დაწესებულება
გიორგი ავსაჯანიშვილი
ალექსანდრე თოლორდავა
ვაჟა ცხვედიანი

4.      ქსნის N15 დაწესებულება
დიმა ჩხაიძე

წყარო: http://ombudsman.ge

Advertisements

ან­­­დერს ბრე­­ი­­ვიკს, 21 წლით თა­­ვი­­სუფ­­­ლე­­ბის აღ­­­კ­­­ვე­­თა წყარო: http://www.tabula.ge/article-24648.html ტაბულა © 2012

ცო­­ტა ხნის წინ, ნორ­­­ვე­­გი­­ულ­­­მა სა­­სა­­მარ­­­თ­­­ლომ 77 ადა­­მი­­ა­­ნის მკვლე­­ლო­­ბა­­ში ბრალ­­­დე­­ბულ ტე­­რო­­რისტს, ან­­­დერს ბრე­­ი­­ვიკს, 21 წლით თა­­ვი­­სუფ­­­ლე­­ბის აღ­­­კ­­­ვე­­თა მი­­უ­­სა­­ჯა. ამა­­ზე მკაცრ სას­­­ჯელს ქვეყ­­­ნის კა­­ნონ­­­მ­­­დებ­­­ლო­­ბა მხო­­ლოდ სამ­­­ხედ­­­რო და­­ნა­­შა­­უ­­ლი­­სა და გე­­ნო­­ცი­­დის შემ­­­თხ­­­ვე­­ვა­­ში ით­­­ვა­­ლის­­­წი­­ნებს.
მას 21 წლით თა­­ვი­­სუფ­­­ლე­­ბა წა­­არ­­­თ­­­ვეს, თუმ­­­ცა სას­­­ჯელს სა­­მო­­თა­­ხი­­ან კა­­მე­­რა­­ში მო­­იხ­­­დის – ტე­­ლე­­ვი­­ზო­­რით, სპორ­­­ტ­­­დარ­­­ბა­­ზი­­თა და ფუ­­ფუ­­ნე­­ბის სხვა ნივ­­­თე­­ბით. ბრე­­ი­­ვიკს კვი­­რა­­ში ერ­­­თხელ მნახ­­­ვე­­ლე­­ბის მი­­ღე­­ბის უფ­­­ლე­­ბაც ექ­­­ნე­­ბა. შე­­საძ­­­ლოა მას კუ­­ლი­­ნა­­რი­­უ­­ლი კურ­­­სის გავ­­­ლის შე­­საძ­­­ლებ­­­ლო­­ბაც მის­­­ცენ.
ნორ­­­ვე­­გი­­უ­­ლი სა­­სა­­მარ­­­თ­­­ლო სის­­­ტე­­მა მიზ­­­ნად ისა­­ხავს არა დამ­­­ნა­­შა­­ვის დას­­­ჯას, არა­­მედ გა­­მოს­­­წო­­რე­­ბას. მი­­სი მომ­­­ხ­­­რე­­ე­­ბი ამ­­­ტ­­­კი­­ცე­­ბენ, რომ მარ­­­თ­­­ლ­­­მ­­­სა­­ჯუ­­ლე­­ბა, პირ­­­ველ რიგ­­­ში, ერ­­­თ­­­გ­­­ვარ მკურ­­­ნა­­ლო­­ბას უნ­­­და ისა­­ხავ­­­დეს მიზ­­­ნად: და­­ზა­­რა­­ლე­­ბუ­­ლის­­­თ­­­ვის, დამ­­­ნა­­შა­­ვი­­სა და მთე­­ლი სა­­ზო­­გა­­დო­­ე­­ბის­­­თ­­­ვის.

იქნებ დავეხმაროთ…

თეო პერტაიას წერილი:
” გამარჯობათ. მყავს წლის და 2 თვის ბავშვი რომელსაც დაუდგინეს სიმსივნე ხერხემალზე რომელიც აწვება ზურგის ტვინს და გადადის გულ–მკერდის ღრუში. ბავშვს ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია რომლის გაკეთებასაც თბილისში ვერ რისკავენ გარკვეული მიზეზების გამო.გაყვანილი იქნა საოპერაციოდ მაგრამ ვიდრე ოპერაცია დაიწყებოდა ანესთეზიის გაკეთებისას ბავშვს დაემართა ფილტვების შეშუპება,გაუჩერდა გული და ღმერთის დახმარებით სიკვდილს გადაურჩა.ოპერაციის წარმატებით ჩატარება თურქეთში და ისრაელშია შესაძლებელი,რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.გთხოვთ დაგვეხმაროთ შვილის გადარჩენაში და თქვენი გვერდის საშუალებით გაგვავრცელებინოთ. თუკი ვინმეს ექნება საშუალება და სურვილი დახმარების გადმორიცხოს თანხა ამ ანგარიშზე GE27TB7000000365135138 .წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ”

მას სჭირდება ჩვენი თანადგომა :    )))))