ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში

არამხოლოდ ქალის ადგილია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკა უნდა იყოს ქალის ყოველდღიურობას მორგებული.

განსაკუთრებული დაკვირვება არ არის საჭირო იმის შესამჩნევად რომ  ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების, განათლების და ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული მცდელობებისდა მიუხედავად,  ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად დაბალია.
ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის საჩვენებლად  საინტერესო  იქნება საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მონაცემების განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, 150 დეპუტატიდან მხოლოდ ჩვიდმეტი ქალია. მსოფლიოს მასშტაბით საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 22%-ია, ევროპის მასშტაბით კი 25%. პოსტსაბჭოთა საქართველოს არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა წილი არ ყოფილა 10%-ზე მაღალი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა 53% სწორედ ქალია. კიდევ 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 4 ქალი  იმ დროს, როცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

პარტიულ სიებსა და ზოგადად ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში, ხოლო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებულო კვოტების შემოღებას გამოკითხულთა 45% სრულად ემხრობა, 25% კი ნაწილობრივ.

tabeezejensi_web

გენდერული დისბალანსი თვალსაჩინოა აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. მათ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი (თეა წულუკიანი ), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (თამარ სანიკიძე) და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი (თამარ ბერუჩაშვილი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგზე დაყრდნობით, მინისტრის 5 მოადგილიდან  მხოლოდ ერთი ქალია, 18 დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან – მხოლოდ 4. საგანგებო დავალებათა არც ერთი ელჩია არ არის მდედრობითი სქესის წამრომადგენელი. მოპოვებული, ბოლო ინფორმაციით 61 სრულუფლებიანი ელჩიდან ქალი მხოლოდ შვიდია, ცხრა კონსულიდან კი ერთი.

გენდერული ბალანსი დაცულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილეების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის არც ერთი ამჟამინდელი მოადგილე არ არის ქალი, მსგავსი სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.  განსაკუთრებული შემთხვევაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც მინისტრის მოადგილე ქალთა რაოდენობა მეტია მამაკაცთა რაოდენობაზე.

images

გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც. 12 თვითმმართველი ქალაქის მერის თანამდებობაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი  69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული ქალები არ მუშაობენ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ თანამდებობებზე.

მართალია, არსებობს გამოწვევები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული უთანასწორობის საკითხში, სწორედ ამიტომ, საინტერესოა რა ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ გამოწვევებზე საპასუხოდ.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული  კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური“ გაერთიანებების შესახებ აწესებს ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება  ბუნებრივია, დადებითი ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კანდიდატთა სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინების შემთხვევაში, ფინანსური წახალისებაა გათვალისწინებული თუმცა,  საზოგადოება თანხმდება, რომ აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. განიხილება გენდერული კვოტის 40%-ით განსაზღვრა.

1184335059_0505

NDI-ს კვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.  ეს არის კარგი შესაძლებლობა ადვილად გადაილახოს ყველა ბარიერი, რაც ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. კვოტირების გამოყენებაზე მიგვითითებს CEDAW კომიტეტის კონვენცია, რომელზეც საქართველომ 1994 წელს მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ, პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

ამ მხრივ მოძრაობა საქართველოში გაცილებით ადრე იწყება. მას პოლიტიკის დონეზე საფუძველი ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. თუ გავიხსენებთ მის წერილს „დედათა ემანსიპაციის შესახებ“, ვნახავთ რომ ილია აქტიურად მოუხმობს ქალებს გააქტიურებისაკენ. რამოდენიმე გამოჩენილი ქალის შესახებ წერილს ასე ამთავრებს: „ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია დედათა ემანსიპაციის მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.“

ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჟა-ფშაველას „სადღეისო წერილი მეგობართან“, რომელშიც ის წერს: “დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. (იგულისხმება ქალთა მოთხოვნა მამაკაცთან თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ) მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი  გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი, ისინი ხომ მამაკაცები არიან- „კაი ბიჭობად“, „გულ-მაგრობად“ არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, მგრძნობიარენი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს თუ არა გარდა ერთის გრძნობისა რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე სად არის ეს შებრალება?!”

images (1)

მართლაც, ვაჟას მოსაზრება დღეს უკვე ოფიციალური მონაცემებით დასტურდება.  სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“  მიხედვით, თუ  გადაწყვეტილების მიმღებთა 20% ქალები შეადგენენ, მაგალითად საკანონმდებლო სტრუქტურაში, კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტების მიღებას.  30%-ის შემთხვევაში განიხილება და მიიღება ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონები და სახელმწიფო პროგრამები. 40-50%-ის შემთხვევაში მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებას ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ

საქაართველოს მთავრობას აქვს მიღებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ  ეხმიანება ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ შორისაა International Covenant on Civil & Political Rights (ICCPR)  საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; CEDAW- გაეროს ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი და პეკინის სამოქმედო პლატფორმა;

საქართველოში ნელ-ნელა  იზრდება ქალთა როლის გაზრდისათვის მომუშავე პირთა და ორგანიზაციათა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთავრობო უწყებების გააქტიურება და ისეთი ინსტიტუციების არსებობა როგორიცაა: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;  სახალხო დამცველის აპარატი; გენდერული საკითხების მიმართულებით მრჩეველი მუნიციპალიტეტებში; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითებში და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგნიზაციები.

ფაქტია, რომ იდეა  უცვლელია და ის საუკუნეებს უძლებს. ქალთა მონაწილეობა და მათი როლის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია.  ქალებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სათანადო დანახვა და გათვალისწინება არ შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცებს და მაინც რატომ უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი  უმეტესად ისინი?!

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

https://eparticipationge.wordpress.com/2015/02/04/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A/

Oikos CEE Regional Meeting -Tbilisi

 oikos Tbilisi-ს ინიციატივითა და oikos International-ისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით 2012 წლის 7–9 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მდგრადი აგროტურიზმი.
“სოფლის მეუნეობა და ტურიზმი საქართველოს პრიორიტეტულ დარგებადაა მიჩნეული, აქედან გამომდინარე შეირჩა აგროტურიზმი კონფერენციის თემად. კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტების გათვითცნობიერებას ქვეყნის პრიორიტეტულ დარგებში და აგრეთვე, ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტების მოხსენებების გაცნობა და ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ეს კი შემდგომი თანამშრომლობისა და ევროპავშირში ინტეგრაციის წინაპიპირობაა – ევროპის მომავალი ხომ მათ ხელშია. ”      აღნიშნა ლევან ფანგანმა Oikos Tbilisi -ის პრეზიდენტმა   www.geonews.ge -სთან ინტერვიუში
მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად გააამართლა კონფერენციამ იმედები და იმაზე დიდი შთაბეჭიდელება დატოვა თითეულ დამსწრეზე ვიდრე მოსალოდნელი იყო.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 8 ლექცია და ასევე რვა workshop-ი. თეორიული ნაწილი იყო ძალიან საინტერესო,მაგრამ ორმაგად შთამბეჭდავი იყო გასვლითი ტურები .
oikos tbilisi-მ შეძლო ი რომ ეს სამი დღე დაუვიწყარი ყოფილიყო თითოეული უცხოელი თუ ქართველი სტუდენტისთვის.
რაც შემეხება მე ჩემს მეგობრებთან ერთად, კონფერენციიის ორგანიზებაში მონაწილეობა და უშუალოდ ღონისძიებებში ჩართულობა შევძელით იმის საფუძველზე,რომ  oikos tbilisi-ს ხელმძღვანელის ლევან ფანგანის ინიციატივით  თბილისში შეიქმნა oikos  Junior, რომლის წევრებიც შეგვკირიბა სსიპ თბილისის №51 საჯარო სკოლის მოსწავლემ მაგდა ლორიამ .
ძალიან დიდ მადლობას ვუხდით  oikos tbilisi-ს ამ დაუვიწყარი დღეებისა და მათი სამაგალითო მუშაობისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://geonews.ge/category/10/society/news/177014/oikos-tbilisma-konferencia-gamarta.html

http://geonews.ge/category/3/interview/news/176330/2012_Aug_Thu_18_rd.html

http://geonews.ge/category/10/society/news/176980/universiteti_konferencia.html

http://tbilisi.oikos-international.org/

This slideshow requires JavaScript.

მწვანე გზა!!!

პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბები. პროექტი ეხება გარემოს დაცვით საკითხებს. პროექტის ხელმძღვანელია თბილისის #69 საჯარო სკოლის მოსწავლე–ნინო ჩიტიშვილი, ხოლო პარტნიორი სკოლებია შპს ბათუმის საერო–ელიტარული სკოლა „გორდა“, თბილისის #167, #132 და #59 სკოლა.

1.პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკოლებში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით “შენს პლანეტას სჭირდები” ტრენერი: ნ.ჭელიძე
2. მათ ვინც გაიარეს ტრენინგი და ასეთი იყო სულ 120 ბავშვი, მეორე ეტაპად მიიღეს მონაწილეობა ესეების კონკურსში, რომლის სახელწოდებაც კვლავ “შენს პლანეტას სჭირდები იყო” ბავშვებს უნდა დაეწერათ ესეს სახით საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება გამოადგნენ პლანეტას და უნდა შეემუშავებინათ სტრატეგია გარემოს დასახმარებლად. ესეების კონკურსმა ორი კვირის განმავლობაში წარმატებულად ჩაიარა და თითოეული სკოლიდან გამოვლინდა 4–4 გამარჯვებული ესე, პროექტის მესამე ეტაპზე სწორედ გამარჯვებული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა აბსოლიტურად ყველა ესე ბლოგზე განთავსდება, რადგან ჟიურის ძალიან გაუჭირდა საუკეთესოების გამოვლენა,ყველა მათგანი საინტერესო და კრეატიული იყო.
3. მესამე ეტაპზე ესეების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების შესახებ.
დაჯილდოვდნენ მათთვის სპეციალურად დაბეჭდილი სიგელებით.
ეწვივნენ ახალგახსნილ ქარხანას “ზედაზენი”, გაეცვნენ წარმოებს და დააგემოვნეს ლიმონათი. ქარხანაში სტუმრობა დაიგეგმა გამომდინარე იქედან, რომ პროექტის თემატიკა მოიცავდა ქარხნების მუშაობას და მათ როლს გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. “ზედაზენი” არის თანამედროვე ქარხანა, რომელიც გარემოს არ უქმნის საფრთხეს და ეს ყოველივე გათვალისწინებულია. ბავშვებმა დაასუფთავეს მცხეთაში ის ტერიტორია, რომელიც მიგვითითა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილემ, ამის შემდეგ მოეწყო სასიამოვნო პიკნიკი. საბბოლოოდ ამ ეტაპზე მონაწილეები თვლიან, რომ პროექტი პროდუქტიული და სასიამოვნოა თითოეული მათგანისთვის.

პროექტის ფარგლებში გამოიცემა საინფორმაციო ბროშურა, შეიქმნება ბლოგი და ლაიქფეიჯი, იგეგმება გარემოს დამცველთა ქსელის შექმნა და ეს ქსელი შეუწყობს მწვანე მომავლისკენ მიმავალ მწვანე გზას.ImageImageImageImage

“გზა მშვიდობისა”

როგორც უკვე აღვნიშნე პროექტი “გზა მშვიდობისა” დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგათა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მისი განხორციელება კი მომუშავე ჯგუფთან ერთად “თბილისის მოზარდთა სახლის”დამსახურებაა.
პროექტი იმ იდეის მატარებელია, რომ მომავალი თაობა ირჩეს მშვიდობიან გზად და ჩვენ აღარ გვინდა ომი, სისხლი, ტანჯვა, ტკივილი.
დავიწყებ იქიდან, რომ პროექტის სახელწოდება ორნაირად იშიფრება
1. გზა მშვიდობისა რომელსაც მომავალი თაობა ირჩევს
2. გვინდა ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ვუსურვოთ გზა მშვიდობისა მშობლიურ ტერიტორიებამდე
ვფიქრობ კარგი წამოწყებაა შევუერთდეთ მსოფლიოს მშვიდობის მოსურნეთ :)))))))))))))))