რაბათი -ტოლერანტული სიჭრელით გამორჩეულ საქართველოში

რომ იცოდეთ რამდენი ხანი მინდოდა მე აქ ჩამოსვლა, ჯერ რომ წამოვიზარდე და ტოლერანტობაზე პირველი წინადადებები გავიგე იქედან ვიცოდი რაბათის შესახებ, სუულ მინდოდა და აი ამიხდა. 23 აგვისტოს ვესტუმრე ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტში არსებულ მულტიტოლერანტულ უბანს სახელად -რაბათი.ულამაზესია და თან დატვირთულია შინაარსით, თითოეული კუნჭული,სულ ყვეგან დავძვრებოდი, ძალიან საინტერესოა.
ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით გამორჩეულ რაბათში ამ დროისათვის ერთმანეთის გვერდით სომეხი, ებრაელი, თურქი, ქართველი და ბერძენი ეროვნების მოსახლეობა მრავალი საუკუნეა მშვიდად ცხოვრობს, იქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა ყველას გირჩევთ, რომ მოინახულოთ მსოფლიო ტოლერანტობის მაგალითი.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

ერთი პლანეტა და მრავალი კულტურა

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან აღებული ადამიანის გენეტიკური მასალის შესწავლის საფუძველზე, ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ დღეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი 200 000 წლის წინ აფრიკის კონტინენტზე, საჰარის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეა. ზოგი ლინგვისტი იზიარებს ბიოლოგების ჰიპოთეზას და მიიჩნევს, რომ ყველა არსებული ენა აფრიკიდან იღებს სათავეს. ბიოლოგიური და ლინგვისტური მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველას საერთო წინაპარი გვყავს. მეცნიერები ვერ პოულობენ კულტურული განსხვავებების გენეტიკური საფუძვლის დამადასტურებელ ფაქტებს.
კლიმატურ ცვლილებებსა და სხვა გარემოებებს მოჰყვა ადამიანის მიგრაცია აფრიკის მთელ კონტინენტზე და დანარჩენ მსოფლიოში. საუკუნეების მანძილზე გეოგრაფიულმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა განცალკევებამ განაპირობა განსხვავებები სამყაროს აღქმაში, სხვა ხალხებისადმი დამოკიდებულებაში.