ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში

არამხოლოდ ქალის ადგილია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკა უნდა იყოს ქალის ყოველდღიურობას მორგებული.

განსაკუთრებული დაკვირვება არ არის საჭირო იმის შესამჩნევად რომ  ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების, განათლების და ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული მცდელობებისდა მიუხედავად,  ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად დაბალია.
ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის საჩვენებლად  საინტერესო  იქნება საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მონაცემების განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, 150 დეპუტატიდან მხოლოდ ჩვიდმეტი ქალია. მსოფლიოს მასშტაბით საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 22%-ია, ევროპის მასშტაბით კი 25%. პოსტსაბჭოთა საქართველოს არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა წილი არ ყოფილა 10%-ზე მაღალი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა 53% სწორედ ქალია. კიდევ 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 4 ქალი  იმ დროს, როცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

პარტიულ სიებსა და ზოგადად ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში, ხოლო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებულო კვოტების შემოღებას გამოკითხულთა 45% სრულად ემხრობა, 25% კი ნაწილობრივ.

tabeezejensi_web

გენდერული დისბალანსი თვალსაჩინოა აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. მათ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი (თეა წულუკიანი ), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (თამარ სანიკიძე) და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი (თამარ ბერუჩაშვილი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგზე დაყრდნობით, მინისტრის 5 მოადგილიდან  მხოლოდ ერთი ქალია, 18 დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან – მხოლოდ 4. საგანგებო დავალებათა არც ერთი ელჩია არ არის მდედრობითი სქესის წამრომადგენელი. მოპოვებული, ბოლო ინფორმაციით 61 სრულუფლებიანი ელჩიდან ქალი მხოლოდ შვიდია, ცხრა კონსულიდან კი ერთი.

გენდერული ბალანსი დაცულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილეების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის არც ერთი ამჟამინდელი მოადგილე არ არის ქალი, მსგავსი სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.  განსაკუთრებული შემთხვევაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც მინისტრის მოადგილე ქალთა რაოდენობა მეტია მამაკაცთა რაოდენობაზე.

images

გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც. 12 თვითმმართველი ქალაქის მერის თანამდებობაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი  69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული ქალები არ მუშაობენ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ თანამდებობებზე.

მართალია, არსებობს გამოწვევები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული უთანასწორობის საკითხში, სწორედ ამიტომ, საინტერესოა რა ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ გამოწვევებზე საპასუხოდ.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული  კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური“ გაერთიანებების შესახებ აწესებს ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება  ბუნებრივია, დადებითი ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კანდიდატთა სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინების შემთხვევაში, ფინანსური წახალისებაა გათვალისწინებული თუმცა,  საზოგადოება თანხმდება, რომ აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. განიხილება გენდერული კვოტის 40%-ით განსაზღვრა.

1184335059_0505

NDI-ს კვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.  ეს არის კარგი შესაძლებლობა ადვილად გადაილახოს ყველა ბარიერი, რაც ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. კვოტირების გამოყენებაზე მიგვითითებს CEDAW კომიტეტის კონვენცია, რომელზეც საქართველომ 1994 წელს მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ, პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

ამ მხრივ მოძრაობა საქართველოში გაცილებით ადრე იწყება. მას პოლიტიკის დონეზე საფუძველი ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. თუ გავიხსენებთ მის წერილს „დედათა ემანსიპაციის შესახებ“, ვნახავთ რომ ილია აქტიურად მოუხმობს ქალებს გააქტიურებისაკენ. რამოდენიმე გამოჩენილი ქალის შესახებ წერილს ასე ამთავრებს: „ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია დედათა ემანსიპაციის მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.“

ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჟა-ფშაველას „სადღეისო წერილი მეგობართან“, რომელშიც ის წერს: “დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. (იგულისხმება ქალთა მოთხოვნა მამაკაცთან თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ) მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი  გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი, ისინი ხომ მამაკაცები არიან- „კაი ბიჭობად“, „გულ-მაგრობად“ არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, მგრძნობიარენი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს თუ არა გარდა ერთის გრძნობისა რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე სად არის ეს შებრალება?!”

images (1)

მართლაც, ვაჟას მოსაზრება დღეს უკვე ოფიციალური მონაცემებით დასტურდება.  სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“  მიხედვით, თუ  გადაწყვეტილების მიმღებთა 20% ქალები შეადგენენ, მაგალითად საკანონმდებლო სტრუქტურაში, კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტების მიღებას.  30%-ის შემთხვევაში განიხილება და მიიღება ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონები და სახელმწიფო პროგრამები. 40-50%-ის შემთხვევაში მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებას ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ

საქაართველოს მთავრობას აქვს მიღებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ  ეხმიანება ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ შორისაა International Covenant on Civil & Political Rights (ICCPR)  საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; CEDAW- გაეროს ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი და პეკინის სამოქმედო პლატფორმა;

საქართველოში ნელ-ნელა  იზრდება ქალთა როლის გაზრდისათვის მომუშავე პირთა და ორგანიზაციათა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთავრობო უწყებების გააქტიურება და ისეთი ინსტიტუციების არსებობა როგორიცაა: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;  სახალხო დამცველის აპარატი; გენდერული საკითხების მიმართულებით მრჩეველი მუნიციპალიტეტებში; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითებში და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგნიზაციები.

ფაქტია, რომ იდეა  უცვლელია და ის საუკუნეებს უძლებს. ქალთა მონაწილეობა და მათი როლის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია.  ქალებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სათანადო დანახვა და გათვალისწინება არ შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცებს და მაინც რატომ უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი  უმეტესად ისინი?!

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

https://eparticipationge.wordpress.com/2015/02/04/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A/

Advertisements

მუხლი 42:სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.

კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს – ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

კონვენციის წინამდებარე საბავშვო გამოცემა ეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების ოცი წლისთავს.

მუხლი 1:
ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად.
მუხლი 2:
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება – რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად.
მუხლი 3:
ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე.
მუხლი 4:
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
მუხლი 5:
სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს.
მუხლი 6:
ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე.

მუხლი 7:
ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლების გარემოცვაში

მუხლი 8:
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ბავშვის პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები
მუხლი 9:
ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და, მშობლების განცალკევების შემთხვევაში, ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, თუ ეს არ არის მისთვის საზიანო.

მუხლი 10:
ბავშვსა და მის მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ დატოვონ და დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას, რათა ერთ ოჯახად იცხოვრონ.

მუხლი 11:
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა.

მუხლი 12:
ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.
მუხლი 13:
ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის და გაზიარების უფლება, თუ ეს ინფორმაცია არ არის მისთვის ან სხვისთვის საზიანო.
მუხლი 14:
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას.
მუხლი 15:
ბავშვს შეუძლია გაერთიანდეს ასოციაციაში ან მოაწყოს მშვიდობიანი შეკრება, თუ არ დაარღვევს სხვათა უფლებებს.
მუხლი 16:
ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 17:
ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია მედიის საშუალებით, სახელმწიფომ კი მხარი უნდა დაუჭიროს მედიას ბავშვისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებაში.

მუხლი 18:
მშობლები ვალდებულები არიან, ბავშვის აღზრდაზე იზრუნონ და, თუ ისინი მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ
მუხლი 19:
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან

მუხლი 20:
სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო

მუხლი 21:
ბავშვის გაშვილება უნდა მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.უპირატესობა ენიჭება სამშობლოში გაშვილებას, თუმცა შესაძლებელია სხვა ქვეყანაში გაშვილებაც, თუ ეს ბავშვის ინტერესებშია.

მუხლი 22:
სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მას მშობლების მოძებნაში

მუხლი 23:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.
მუხლი 24:
ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. სახელმწიფო ვალდებულია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს.

მუხლი 25:
სახელმწიფო ხშირად უნდა ამოწმებდეს იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელსაც მეურვე ზრდის

მუხლი 26:
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.

მუხლი 27:
ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში.

მუხლი 28:
ბავშვს უფლება და ვალდებულება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა.დისციპლინის მოთხოვნა სკოლაში უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ღირსებასა და ინტერესებს. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება
მუხლი 29:
განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისაკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ასწავლოს მშობლების, თავისი და სხვა ქვეყნების კულტურისა და რელიგიის პატივისცემა.

მუხლი 30:
სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აქვთ უფლება, მშობლიურ ენაზე ილაპარაკონ და იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების შესაბამისად

მუხლი 31:
ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 32:
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის საზიანოა.

მუხლი 33:
ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ნარკოტიკების მიღებისა და გავრცელებისაგან.
მუხლი 34:
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი სექსუალური ძალადობისაგან.
მუხლი 35:
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვის მოტაცება ან გაყიდვა

მუხლი 36:
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის.

მუხლი 37:
ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისა და უკანონო დაკავებისაგან.18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და მას პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ.

მუხლი 38:
15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სახედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.

მუხლი 39:
სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად.
მუხლი 40:
ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
მუხლი 41:
თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები უკეთესად იცავს ბავშვს, ვიდრე ეს კონვენცია, მაშინ სახელმწიფოში მოქმედ კანონებს უპირატესობა ენიჭება
მუხლი 42:
სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.

წყარო: http://ombudsman.ge

როგორ დავიცვათ თავი ოჯახური ძალადობისაგან?

აუცილებელი არ არის შენ გაწუხებდეს ეს პრობლემა, იქნებ შენს გარმეოცვაში ვინმეს ძალიან სჭირდება დახმარება, არც ინფორმირებულია და არც გზები იცის როგორ უშველოს საკუთარ თავს, პირადად მე მქონდა შემთხვევა, ძალიან მინდოდა დავხმარებოდი ერთ პატარას, მაგრამ ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა  საამწუხაროდ.  რაღაც ცოდნა დამიგორვდა ამ საკითხში  გაგიზიარებთ და იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
ოჯახში სადაც სუფევს არაჯანსაღი გარემო, ხშირია უთანხმოება და კონფლიქტი მშობლებს შორის, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი სისტემატურად იმყოფებიან ალკოჰოლის ანდა ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ, მოზარდი სისტემატურად ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

    ასეთ შემთხვევაში ბავშვმა, მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახური ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი და მშობლის ჩვეულებრივი ქცევა, არამედ ეს არის მძიმე სამართალდარღვევა და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეეგუოს მას. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს აქვს მისი დაცვის მოვალეობა და შესაძლებლობაც. ოჯახური ძალადობის დროს არასრულწლოვანს უფლება აქვს, მიმართოს პოლიციას და სასამართლოს თავისი უფლებებეისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
არასრულწლოვანის შემთხვევაში სასამართლოს შეიძლება მიმართოს ასევე მისი ოჯახის წევრმა, ან მეურბეობისა და მზრუნველობის ორგანომ ( მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში).
ოჯახური ძალადობის საქმეები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს. არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლეს უფლება აქვს ასეთი საქმეები განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს, როგორ უნდა გაგრძელდეს მშობლის და შვილის ურთიერთობები. ხოლო თუ აღმოჩენილი იქნება ძალადობის კვალი  (ცემის კვალი სხეულზე, სისხლის კვალი ტანსაცმელზე და ა.შ.) აუცილებლად დადგება საკითხი მოძალადე მშობლისგან არასრულწლოვანის დაუყოვნებლივი განცალკევების თაობაზე.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით დროებითი ღონისძიების სახით, საქართველოს კანონმდებლობით გამოიყენება დამცავი და შემაკავებელი ორდენები. შემაკავებელი ორდენის მოქმედების ვადა არ აღემატება 1 თვეს. ხოლო დამცავი ორდენის – 6 თვეს.
დამცავ და შემაკავებელ ორდენებში გათვალისწინებულია :არასრულწლოვანის დაცვისა და მოძალადისაგან განცალკევების საკითხები, მასთან შეხვედრის საკითხები, ასევე იმ სასწავლებელთან და იმ ადგილებთან მიახლოვების საკითხები, სადაც შეიძლება არასრულწლოვანი იმყოფებოდეს. ამავე ორდერებით მოზალადე მშობელს შეიძლება ჩამოერთვას კუთვნილი იარაღი, თუ ასეთი მას აქვს; ან მოთავსდეს იგი დროებით სარეაბილიტაციო ცენტრში; ასევე ორდერში არის გაფრთხილება იმ პასუხისმგებლობის შესახებ, თუკი მოძალადე არ შეასრულებს ორდერით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

როდის აგებენ პასუხს მშობლები არასრულწლოვანის გადაცდომაზე

უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად არასრულწოლოვანის მიერ ჩადენილ გადაცდომაზე პასუხს აგებენ მისი მშობლები. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ან უფროსი მეგობრები მოზარდის თხოვნით, ასევე საკუთარი სურვილითაც აძლევენ მას უფლებას მართოს ავტომობილი, როცა მოზარდს მართვის მოწმობა არ გააჩნია. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევია ის პიროვნება, ვინც სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს. იგი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ასეთ შემთხვევას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ვინმეს ქონების ან ადამიანის დაზიანება, ჯარიმის თანხა ორმაგდება და 400 ლარს წარმოადგენს.
მშობლების გაფრთხილებასა და დაჯარიმებას იწვევს თუ არასრულწლოვანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში-სკვერებში, ბაღებში, თეატრსა და კინოში დაიწყებს სპირტიანი სასმელების დალევას, ან მივა უკვე მთვრალ მდგომარეობაში; ასევე იწვევს მშობელთა პასუხისმგებლობას არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე;
მშობელი პასუხისმგებელია 14-დან 16 წლამდე მოზარდის მიერ ჩადენილი ისეთი სამართალდარღვევისათვის, როგორებიცაა წვრილმანი ხულიგნობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიშნავს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაწმყოფელ გადაკიდებას და სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეების სიმშვიდეს.
ხულიგნობა კი დანაშაულია და ნიშნავს ქმედებას (მოქმედებას ან უმოქმედობას), რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, გამოხატავს  აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილია ძალადობით, ან ძალადობის მმუქარით.
საკმაოდ მკაცრია კანონმდებლობა იმ მშობლების მიმართ, რომლებიც ბოროტად არიდებენ თავს თავიანთი შვილების აღზრდასა და სწავლებაში მონაწილეობას.
როგორც მოზარდებმა, ასევე მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სერიოზული სამართალდარღვევაა არასრულწლოვნის დათრობა და იწვევს პასუხისმგებლობას ნებისმიერი პიროვნებისათვის, მათ შორის მშობლებისათვისაც. ასევე, დაუშვებელია 18 წლამდე მოზარდის   ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში, ანუ მოზარდის თამბაქოს ნაწარმის გასაყიდად ან რეკლამისთვის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც პასუხს აგებს ის, ვინც შესთავაზა და ნება დართო მოზარდს მონაწილეობა მიეღო ასეთ ღონისძიებებში. იგი დაჯარიმდება ხუთასი დოლარით.
ადმინისტრაციული კანონმდებლობით ასევე დაუშვებელია სკოლამდელი აღზრდისს, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა. ასეთი შემთხვევები იწვევს პირის დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

ყოველდღიური სამართალდარღვევა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხშირი მოვლენაა ყოფით ცხოვრებაში. მას ჩვენ ყოველდღიურდ ვაწყდებით.
მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, ხშირად გვავიწყდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს მოძრაობის წესების ისეთი დარღვევა, რაც უბრალო გართობად მიგვაჩნია, ასევე სამართალდარღვევაა და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მაგალითად, მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება,საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, ნებისმიერი ტრანსპორტის-მატარებლის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება,
სატრანსპორტო საშუალებებიდან ფანჯრებიდნ და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს პირის დაჯარიმებას.
საკმაოდ ხშირია ისეთი სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორიც გზის არასწორ ადგილას გადაკვეთა, რაც იწვევს  დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით; უბილეთო მგზავრობა ადგილობრივ საქალაქო ავტობუსით, ან სამარშუტო ტაქსით-იწვევს დაჯარიმებას 5 ლარით. 10-დან 16 წლამდე ბავშვის უბილეთოდ მგზავრობისას ჯარიმდებინ მისი მშობლები.  ასევე ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით გავდივართ სასეირნოდ ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში. აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დავაზიანოთბალახის საფარი და ვიმოძრაოთ მხოლოდ ჩვენთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასევე მოგვიწევს გაფრთხილება ან ჯარიმა 29 ლარის ოდენობით, ხოლო თუ განმეორებით ჩავიდინეთ იგივე დარღვევა ერთი წლის გნმავლობაში- ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.
საკმაოდ გავრცელებული ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორებიცაა სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, რობეებზე, სვეტებსა და ხე-ნარგავებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი გადაცდომისთვისაც გათვლისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. ხოლო ასეთივე წარწერების, ნახატების, სიმბოლოების შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების ფასადებზე, როგორებიცაა სახელმწიფო დაწესებულებები- პარლამენტი, სამინისტროთა შენობები და ა.შ. აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, უკვე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ასეთი სახის თვითნებურ წარწერებსა და ნახატებს ყველაზე ხშირად სკოლის მოსწავლეები აკეთებენ ექსკურსიებისა და ლაშქრობების დროს, როდესაც ცდილობენ “სამახსოვროდ” ამოტვიფრონ თავიანთი სახელები, თარიღები კულტურულ ძეგლებზე, ხეებზე, მღვიმეებში და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ უმეტესობა ამ ტერიტორიებისა განეკუთვნება “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობით დაცულ ზონას და მათი დაზიანება საკმაოდ მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს, რაც განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.

რა უნდა ვიცოდეთ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მოქმედებების უმრავლესობა რეგულირდება ქცევის სპეციალური წესებით, რომელთაც სამართლებრივი ნორმები ეწოდება. სამართლებრივი ნორმები ეს არის ქცევის საყოველთაოდ სავალდებულო წესები, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ და მათ შესრულებასაც უზრუნველყოფს ის.
სამართლის ნორმების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს სამართლებრივი ურთიერთობები ეწოდება. ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ორივე მაგალითი სამართლებრივ ურთიერთობებს წარმოადგენს.
სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეებს გააჩნიათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.                                                                                    
უფლება ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ქმედებები. მოვალეობა ნიშნავს ადამიანის ვალდებულებას, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ქმედებები.
მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქლაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში , სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება (საქართველოს კონსტიტუცია. 28-ე მუხ.) იგივე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. (საქართველოს კონსტიტუცი 34-ე მუხლი)
როგორც ვხედავთ, უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიეთკავშირშია. ყოველმა ჩვენთგანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ერთი ადამინის უფლების განხორციელება არ უნდა ლახავდეს სახელმწიფოს, ან სხვა ადამიანის კანონიერ წესებს. 

როგორ განვახორციელოთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები

  იმისათვის, რომ განვახორციელოთ ჩვენი უფლებები დ მოვალეობები, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

  •   უფლებაუნარიანობა არის დამიანის უნარი, ჰქონდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. უფლებანარიანობა წარმოიშობა ადამიანის დაბადებისთანავე და წყდება მისი გარდაცვალებით. არ შეიძლება პირს წაერთვას, ან ჩამოერთვას უფლებაუნარიანობა (მაგ: სიცოცხლის უფლება)

 

  •   ქმედუნარიანობა არის ადამიანის შესაძლებლობა, თავისი ნებით და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს დ განახორციელოს უფლებები და მოვალეობები. ადამიანის ქმედუნარიანობას უკავშირებენ გარკვეული ასაკის მიღწევას (სრულწლოვნებას), მის ფიზიკურ შესაძლებლობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანია (ქმედუნარიანი) პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს (ადმინისტრაციულ სამართალში 16 წლიდან). შვიდ წლამდე ადამიანი აბსოლუტურად ქმედუუნარო. იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია. დანარჩენი უფლებების განხორციელებისთვის მას აუცილებლად ესაჭიროება მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის ( მეურვის ან მზრუნველის) თანხმობა. მაგალითად, მას შეუძლია დახარჯოს ჯიბის ფული, რომელიც მისცეს მშობლებმა, ჰონორარი, რომელიც საკუთარი გამომუშავებით აიღო დ ა.შ. მაგრამ, თუ არასრულწლოვანმა იყიდა ძვირადღირებული ნივთი, ამ შემთხვევაში მას აუცილებლად დასჭირდება მშობლის თანხმობა.
საქართველოს კანონმდებლობ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, მათი განვითარებისა და სესაზლებლობების სესაბამის მთელ რიგ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს, რაც თანდათანობით ხელს უწყობს მათ პასუხისმგებლინ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.