რა არის დანაშაული?

დანაშაული არის საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც ისჯება კანონით. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ყველა ის ქმედება, რომელიც ჩაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში, დანაშაულია.

დანაშააული შეიძლება იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი. განზრახი დანაშაული გულისხმობს, რომ ადამიანმა იცის, რომ მისი ქმედება დანაშაულია, ასევე ითვალისწინებს ამ დანაშაულის მძიმე შედეგებს, მაგრამ მაინც, ან არ ითვალისწინებს მას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღება ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისაგან. ანუ, თუ ადამიანი ფიქრობდა, გეგმავდა, ჰქონდა ყველანაირი საშუალება ჩაედინა დანაშაული, მაგრამ ბოლო მომენტში მასზე სინანულის გრძნობამ გაიღვიძა და დანაშაული აღარ ჩაიდინა.
დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც ერთი პირის მიერ, ასევე პირთა ჯგუფის მიერ. პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველთვის უფრო ამძიმებს პაუხისმგებლობას.

Leave a comment