არასრულწლოვანის შრომა და შრომის კანონი

დღეს ჩვენს თაობაში აქტუალური თემაა მუშაობა, განსაკუთრებით საზაფხულო არდადეგების პერიოდსი, მე რაღაც-რაღაცები გავარკვიე ამ კუტხით და მოკლე ანონს სემოგტავაზებთ.
საქართველოში შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობით პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოისობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი მშობელის, ან მზუნველობისა და მეურვეობის ორგანოს თანხმობით, ტუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ ზრუდავს მის სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე. ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება საTამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებტან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და გაყიდვასთან დაკავსირებული სამუსაოების შესასრულებლად: არ შეიზლება არასრულწლოვანის დასაქმება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, რაც ცუდად იმოქმედებს სემდგომში მოზარდის ჯანმრტელობისა და ფიზიკურ განვითარებაზე. ასევე, დაუშვებელია არასრულწლოვანის დასაქება ღამის სამუშაოზე. ასეთ შემთხვევაში პასუხს აგებს დამსაქმებელი. არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ ასეთი ხელშეკრულების გაუქმება.

Leave a comment